ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებენ. კერძოდ, ჯორჯაძის ქუჩაზე, 2800 კვადრატულ მეტრზე გზას აგებენ.
საგზაო სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია “ბი ემ სი“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 165 000 ლარს შეადგენს.
“ჩუღურეთის რაიონის გამგეობა ეტაპობრივად, დაპირებისამებრ, საგზაო ინფრასტრუქტურას იმ ქუჩებზე მოაწესრიგებს, სადაც წყალსადენისა და წყალარინების სისტემის გამართვას კომპანია
“GWP“ დაასრულებს“, – განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ.