საბურთალოს რაიონში, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიროტაძის ქუჩაზე (დანიურ სახლთან) ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.
თბილისის მერიის ცნობით, ავტობუსები N6, N47, N58 და N87 26 მაისის მოედნის გავლის შემდეგ, მოძრაობას კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე განაგრძობენ და პეკინის გამზირს ანა კალანდაძის ქუჩიდან დაუკავშირდებიან.
ჭაბუკიანის (ყოფილი საბურთალოს) ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შემდგომ, ავტობუსები პეკინის გამზირზე გასვლას სააკაძის მოედნიდან შეძლებენ, ხოლო მიკროავტობუსები პეკინის გამზირისკენ „ჰოლიდეი ინნ“-ის წინ მდებარე პარკინგის გავლით იმოძრავებენ.