ქუთაისში შეიქმნა კომისია, რომელიც სკვერების მდგომარეობას შეისწავლის

816

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალაქის მერის გიორგი ჭიღვარიას ბრძანების საფუძველზე შეიქმნა კომისია, რომელიც ქალაქის საკუთრებაში არსებული სკვერების ფაქტიურ მდგომარეობას შეისწავლის.

,,კომისიის შექმნა გამოწვეულია სკვერებში გაცემული სამშენებლო ნებართვებისა და ადგილების გასხვისების თავიდან ასაცილებლად. ჩვენ ძალიან ბევრჯერ აღმოვჩნდით გამოუვალ მდგომარეობაში გასხვისებული სკვერის და იქ მიმდინარე მშენებლობის გამო. ერთი მსგავსი მშენებლობა უკვე შევაჩერეთ. დაუშვებელია ქალაქში, სადაც ეკოლოგია არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია სკვერების გასხვისდეს და ხეები მოიჭრას. ეს არის ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება. კომისია დადებს დასკვნას სადაც ზუსტად იქნება აღწერილი ის ადგილები სადაც სკვერია და ასევე დაითვლება მათი რაოდენობა, სკვერების გასხვისება და იქ ხეების ჭრა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ქუთაისში,”- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.