აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2019 წლის ბიუჯეტი 746 ათასი ლარით მცირდება. ჯამში უწყების ფინანსური დოკუმენტი 9 მილიონი ლარით განისაზღვრა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
ასევე, 100 ათასი ლარით მცირდება თანხა დეპარტამენტის ორგანიზაციული განვითარების კომპონენტში. ხოლო, 935 100 ლარით შემცირდა კურორტების მართვა.
ამის საპირისპიროდ კი 1 842 000 ლარი დაიხარჯება რეგიონში სერვისებისა და ტურისტული ობიექტების განვითარებისთვის. აჭარის ტურისტული ობიექტების პოპულარიზაცია და რეკლამირება კი მომავალი წლისთვის პრიორიტეტად რჩება,...
ხონის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს გელა ჩოგოვაძეს, საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეს ზაზა რუხაძეს და სხვა საჯარო მოხელეებს პირობითი მსჯავრი მიესაჯათ და 40 000 ლარით დაჯარიმდნენ. „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, საქმე დოკუმენტაციის გაყალბებით კინჩხაში სახელმწიფო მიწების გასხვისებას ეხება. განაჩენი ჩაბარდათ საჯარო მოხელეებს და ისინი ამ დრომდე თანამდებობებს ინარჩუნებენ.
როგორც ხონის მერი ლადო ჯურხაძე აცხადებს, ფაქტის შესახებ ინფორმაცია პრესის მეშვეობით შეიტყო. როგორც მან განაცხადა,...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
მთაწმინდის რაიონში, შინდისში, სამკილომეტრიანი წყლის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა დაიწყო.
ქსელის მოწყობას შპს "ბილდინგ დეველოპერი“, მთაწმინდის გამგეობის დაფინანსებით ახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების შესრულებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 570 ათასი ლარია გამოყოფილი.
"შინდისში სასმელი წყლის გამანაწილებელი ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აქ დაახლოებით, 150 ოჯახი ცხოვრობს, რომელთაც არასდროს ჰქონიათ იმის შესაძლებლობა, რომ სასმელი წყალი მიწოდებოდათ. ამიტომ, ეს პროექტი აქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია....
მაღალმთიან აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალთაში ახალი სკოლა გაიხსნა.
სკოლის ახალი 2 სართულიანი შენობა 100 მოსწავლეზეა გათვლილი. მერიის ცნობით, ახალი სკოლა სრულად აკმაყოფილებს სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვისათვის საჭირო ყველა მოთხოვნას.
ახლადგახსნილ სკოლაში მოეწყო საკლასო და ადმინისტრაციისთვის განკუთვნილი ოთახები, ბიბლიოთეკა, შშმ პირთათვის ადაპტირებული სველი წერტილები. ამასთან, სასკოლო კაბინეტები და სპორტული დარბაზი აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით.
ამჟამად აღნიშნულ სკოლაში 41 მოსწავლე სწავლობს, რომელთა შორის მხოლოდ...
წინა სტატია
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი ტურისტული ადგილის რეკლამირებას საერთაშორისო მედიით აგრძელებს. ამჯერად რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლები საერთაშორისო ტელეკომპანიების CNN, BBC, EURONEWS, DEUTSCHE WELLE-ს შემდეგ, გერმანიაში რეიტინგული ტელეარხების „RTL“ და „N-TV“ ეთერით გადის.
„გერმანული ტელეარხი ,,RTL” ერთ-ერთი წამყვანი კომერციული სატელევიზიო არხია, რომელიც გარდა გერმანიისა, ასევე მაუწყებლობს ავსტრიაში, შვეიცარიაში, ბელგიაში, ჰოლანდიასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. 2017 წლის დეკემბრის მონაცემებით,...
დღეს ახალციხის პირველი საჯარო სკოლის ეზოში სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები სამშენებლო სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
სასწავლო წლის განახლების მიუხედავად, ახალციხის პირველი საჯარო სკოლის ეზოში სამშენებლო მასალაა განლაგებული. ეზოში გალავანი და მინისტადიონი უნდა აშენდეს.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება. მშენებლობას კომპანია შპს „ერისიმედი“ 236 311 ლარად ასრულებს.
პირველი სკოლის დირექტორი ჟუჟუნა...
ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას მოადგილე მაიზერ ნანავას, რომელმაც ზუგდიდის მერის მოვალეობა უნდა შეასრულოს, ფეისბუკზე სამუშაო საათებში პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი პოსტის გამოქვეყნების გამო არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ უჩივლა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
„მაიზერ ნანავა სამუშაო საათებში ფეისბუკის პირად გვერდზე აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის არჩევნებში მონაწილეობის რიგით ნომერს, სტატუსით „სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად“.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სამუშაო...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობას ყოფილი მერის მეორე მოადგილე მაიზერ ნანავა შეასრულებს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მერიის პრესსამსახურის ცნობით, გადადგომის შესახებ ლაშა გოგიას განცხადება მერიაში დღეს დარეგისტრირდა.
"რეგისტრაციის მეორე დღიდან უწყდება მერს უფლებამოსილება. შესაბამისად, ხვალიდან შეუდგება მაიზერ ნანავა მოვალეობის შესრულებას", - აღნიშნეს პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მერმა თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ასევე, ლაშა გოგიასთან ერთად,...
ჩუღურეთის რაიონში, უზნაძის ქუჩა N4-ში, ახალი სკვერი მოეწყო. გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში, 400 მ2 ტერიტორიაზე საბავშვო მოედანი, სასმელის წყლის შადრევანი და საჩრდილობელი მოეწყო. დამონტაჟდა განათებები, განთავსდა სანაგვე ურნები და საპარკე სკამები. სავალი ბილიკები მოპირკეთდა დეკორატიული ფილებით, სკვერის გარშემო კი, ლითონის ღობე მოეწყო.
"ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც თბილისში მსგავსი გარემო იქმნება. უზნაძის N4-ში, სადაც 200-მდე ოჯახი ცხოვრობს, ახალი პროექტით, სკვერის მშენებლობა განვახორციელეთ....
სამგორის რაიონში, რამდენიმე მისამართზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. მერიის ცნობით, მასშტაბური პროექტი ხორციელდება ქინძმარაულის ქუჩაზე, სადაც 6 400 კვ.მ ფართობი მოწესრიგდება, დაიგება გზა და მოეწყობა ტროტუარი.
ამასთან, სამუშაოები უკვე დასრულდა გუმათჰესის ქ. N7-N9-სა და იდუმალას ქ. N6-N4-ის მიმდებარედ, სადაც 2 200 კვ.მ ფართობი მოწესრიგდა. გზასა და შიდა ეზოებში ასფალტის საფარი დაიგო. ასევე, მოეწყო ტროტუარები და ბორდიური.
მათივე ინფორმაციით, ქვემო სამგორში მასშტაბური სამუშაოები...
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა.მერიის ცნობით, ბაღი, რომელიც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა აღჭურვილი და 2 სართულისგან შედგება. თითოეულ სააღმზრდელო ჯგუფს კი სათამაშო ოთახი, საძინებელი, საპირფარეშო, სამრეცხაო, ასევე, კეთილმოეწყო ეზო ატრაქციონებით და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო აქვს.
საბავშვო ბაღი 6 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი. ბაღში 180-მდე აღსაზრდელი მიიღებს სკოლამდელ განათლებას და 44 ადამიანი დასაქმდება.
"წმინდა გიორგის უბანში...
სამგორის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, სასწავლო წლის დაწყებამდე სხვადასხვა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა.
კერძოდ, ვარკეთილის მეოთხე მიკრორაიონში, N176 საჯარო სკოლის ეზოში ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო და მოეწყო ბორდიური. აღნიშნულ მისამართზე მოწესრიგდა 2 460 კვ.მ ფართობი.
ასევე, ვარკეთილის ზემო პლატოზე, N182 საჯარო სკოლის ეზო და მისასვლელ გზაც მოეწყო. სამუშაოების ფარგლებში, მოწესრიგდა 1 000 კვ.მ ფართობი.
ამასთან, ქვემო სამგორში, N131 საჯარო სკოლასთან მისასვლელი...
ნაძალადევის რაიონში, კობალაძის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გზის დამჭერი საყრდენი კედლები, საერთო სარგებლობის კიბეები, ბორდიური და ტროტუარი მოეწყო. ამჟამად, გზის სავალ ნაწილზე ორფენიან ასფალტის საფარს აგებენ. ქუჩის მთლიანი ფართობი 2 750 კვადრატული მეტრია.
"30 წელზე მეტია, რაც კობალაძის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ შესრულებულა და გზა ძალიან დაზიანებული იყო. დღეს ვასრულებთ რეაბილიტაციის პროცესს და მთლიანი ქუჩა კეთილმოწყობილი იქნება. გამგეობა...
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, გზის ორმოული შეკეთება მიმდინარეობს.
გამგეობის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს "გზამშენი-2“ ახორციელებს.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, მუხიანის აგარაკებზე საზანოს ქუჩის და გობრონიძის ქუჩის N52–60-ის მიმდებარედ გზის გრანულატის ნარევით მოწყობა მიმდინარეობს. შპს „ატოლი“ სამუშაოებს გობრონიძის ქუჩის N52–60 მიმდებარედ დაახლოებით, 1500 კვ.მ ფართობზე, საზანოს ქუჩაზე კი, 2 700 კვ.მ ფართობზე ასრულებს.
ქალაქ წალენჯიხის N1 საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
მერიის ცნობით, აღნიშნულ საბავშვო ბაღში მთლიანად შეიცვალა ინფრასტრუქტურა და თანამედროვე სტანდარტების დონეზე კეთილმოეწყო. საბავშვო ბაღი 120 აღსაზრდელზეა გათვლილი.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანიამ შეასრულა. სამშენებლო სამუშაოების საპროექტო ღირებულება 330 000 ლარს შეადგენს.
ნაძალადევის რაიონში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. N49 საბავშვო ბაგა-ბაღი ათჯგუფიანია და 350 აღსაზრდელზეა გათვლილი.
მერიის ცნობით, ბაღში 60-მდე ადამიანია დასაქმებული. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის, აღჭურვილია სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემებით. ამასთან, საბავშვო ბაღს აქვს კეთილმოწყობილი და გამწვანებული შიდა ეზო საბავშვო მოედნებით, ატრაქციონებითა და საჩრდილობლებით.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს უფროსის კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, წელს თბილისის ბაგა-ბაღებს 3 000-მდე აღსაზრდელის ადგილი შეემატა.
"მომავალი ორი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































