746 ათასი ლარით შემცირებული ბიუჟეტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში (ვიდეო)

771

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2019 წლის ბიუჯეტი 746 ათასი ლარით მცირდება.  ჯამში უწყების ფინანსური დოკუმენტი  9 მილიონი ლარით განისაზღვრა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

ასევე, 100 ათასი ლარით მცირდება თანხა  დეპარტამენტის ორგანიზაციული განვითარების კომპონენტში. ხოლო, 935  100 ლარით შემცირდა კურორტების მართვა.

ამის საპირისპიროდ კი 1 842 000 ლარი დაიხარჯება რეგიონში სერვისებისა და ტურისტული ობიექტების განვითარებისთვის. აჭარის ტურისტული ობიექტების პოპულარიზაცია და რეკლამირება კი მომავალი წლისთვის პრიორიტეტად რჩება, 2019 წლის ფინანსური დოკუმენტი დღეს მესამე სექტორისა ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს გააცნეს.