ქალაქ წალენჯიხის N1 საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
მერიის ცნობით, აღნიშნულ საბავშვო ბაღში მთლიანად შეიცვალა ინფრასტრუქტურა და თანამედროვე სტანდარტების დონეზე კეთილმოეწყო. საბავშვო ბაღი 120 აღსაზრდელზეა გათვლილი.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანიამ შეასრულა. სამშენებლო სამუშაოების საპროექტო ღირებულება 330 000 ლარს შეადგენს.