მაღალმთიან აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალთაში ახალი სკოლა გაიხსნა.
სკოლის ახალი 2 სართულიანი შენობა 100 მოსწავლეზეა გათვლილი. მერიის ცნობით, ახალი სკოლა სრულად აკმაყოფილებს სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვისათვის საჭირო ყველა მოთხოვნას.
ახლადგახსნილ სკოლაში მოეწყო საკლასო და ადმინისტრაციისთვის განკუთვნილი ოთახები, ბიბლიოთეკა, შშმ პირთათვის ადაპტირებული სველი წერტილები. ამასთან, სასკოლო კაბინეტები და სპორტული დარბაზი აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით.
ამჟამად აღნიშნულ სკოლაში 41 მოსწავლე სწავლობს, რომელთა შორის მხოლოდ 3 პირველკლასელია, სკოლაში დასაქმებულია – 23 პედაგოგი.
ასევე, სკოლას აქვს ბიბლიოთეკა, 8 000- ზე მეტი სასკოლო და მხატვრული ლიტერატურით. 2018 წელს სკოლას 400-მდე დასახელების მხატვრული ლიტერატურა გადაეცა აჭარის არ. განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამით.
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალთის საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობისთვის 734 444 ლარის სამუშაოები განხორციელდა.