მთაწმინდის რაიონში, შინდისში, სამკილომეტრიანი წყლის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა დაიწყო.
ქსელის მოწყობას შპს “ბილდინგ დეველოპერი“, მთაწმინდის გამგეობის დაფინანსებით ახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების შესრულებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 570 ათასი ლარია გამოყოფილი.
“შინდისში სასმელი წყლის გამანაწილებელი ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აქ დაახლოებით, 150 ოჯახი ცხოვრობს, რომელთაც არასდროს ჰქონიათ იმის შესაძლებლობა, რომ სასმელი წყალი მიწოდებოდათ. ამიტომ, ეს პროექტი აქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამუშაოები – ცენტრალური მაგისტრალი, დაქსელვა, დაერთება დეკემბერში დასრულდება, რათა ადგილობრივი მოსახლეობა წყლით უზრუნველყოფილი იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მშენებლობისთვის შესაბამისი პროექტი მოამზადა და მთაწმინდის გამგეობას საჩუქრად კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ (GWP) გადასცა, რომელიც მიმდინარე სამუშაოებს, თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიასთან ერთად, ზედამხედველობას გაუწევს.
მერიის ცნობით, შინდისის წყლით უზრუნველყოფის საკითხზე მუშაობა ქალაქის მთავრობამ მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მიწისქვეშა კომუნიკაცია დასახლებაში ამ დრომდე არ არსებობდა, რის გამოც მოსახლეობა იძულებულები იყო წყალი გადამზიდი ავზებიდან გაცილებით ძვირად შეეძინა.
წყლის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა შინდისში წლის ბოლოს