ნაძალადევის რაიონში, კობალაძის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გზის დამჭერი საყრდენი კედლები, საერთო სარგებლობის კიბეები, ბორდიური და ტროტუარი მოეწყო. ამჟამად, გზის სავალ ნაწილზე ორფენიან ასფალტის საფარს აგებენ. ქუჩის მთლიანი ფართობი 2 750 კვადრატული მეტრია.
“30 წელზე მეტია, რაც კობალაძის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ შესრულებულა და გზა ძალიან დაზიანებული იყო. დღეს ვასრულებთ რეაბილიტაციის პროცესს და მთლიანი ქუჩა კეთილმოწყობილი იქნება. გამგეობა აგრძელებს ქუჩების კაპიტალურ შეკეთებას და წლის ბოლომდე საგზაო ინფრასტრუქტურის მხრივ, ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვექნება,“ – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ.
ინფრასტრუქტურული პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა და მისი საკონტრაქტო ღირებულება 217 000 ლარს შეადგენს.