სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, გზის ორმოული შეკეთება მიმდინარეობს.
გამგეობის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს “გზამშენი-2“ ახორციელებს.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, მუხიანის აგარაკებზე საზანოს ქუჩის და გობრონიძის ქუჩის N52–60-ის მიმდებარედ გზის გრანულატის ნარევით მოწყობა მიმდინარეობს. შპს „ატოლი“ სამუშაოებს გობრონიძის ქუჩის N52–60 მიმდებარედ დაახლოებით, 1500 კვ.მ ფართობზე, საზანოს ქუჩაზე კი, 2 700 კვ.მ ფართობზე ასრულებს.