თბილისსა და მარნეულში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ბრიფინგი გამართა.
სამინისტროს ცნობით, თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინა 342 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა. საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება თბილისში, 2013 წლის 1 ივნისამდე რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ. ამ ეტაპზე, გრძელვადიანი განსახლების...
ქუთაისის მერია ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხს ხელახლა მოაწყობს. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, ღვარსადენი, რომელიც გასულ წელს მერიის ა(ა)იპ "სპეციალურმა სერვისებმა" გააკეთა, უხარისხოა და რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. ამიტომ, სამუშაოები თავიდან უნდა გაკეთდეს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
"იქ არის ღია ტიპის სანიაღვრე, რომლის დემონტაჟიც უნდა მოხდეს და გაკეთდეს სრულიად ახალი, დახურული არხი", - ამბობს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე, მირზა ხიდაშელი.
სამუშაოებს ამჯერად...
ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალი 14 ბიბლიოთეკა 298 ახალ წიგნს მიიღებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი გიორგი ჟუჟუნაძე ამბობს წიგნები, რომლებსაც ბიბლიოთეკები მიიღებენ, მოსახლეობაში გამოკითხვის შედეგად შეირჩა:
"ბიბლიოთეკარებმა და მენეჯერებმა მოსახლეობაში გამოიკითხეს თუ რა წიგნები სურდათ მათ და ლიტერატურის ჩამონათვალი ამის მიხედვით შევარჩიეთ“.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ბიბლიოთეკებში წიგნების უზრუნველყოფაზე გამოცხადებული ტენდერი 18 000...
შემდეგი სტატია
ავტორები:
რუსა მაჩაიძე, მაგდა პოპიაშვილი
ხონის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნები მიწას უკანონოდ, დოკუმენტების გაყალბებით ასხვისებდნენ. ეს ფაქტი პროკურატურამ გამოიძია და სასამართლოს გადასცა. სასამართლოში კი მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. ამ პირებმა ფული გადაიხადეს და სამსახურს აგრძელებენ, რაც, იურისტთა განმარტებით, ცალსახად კანონდარღვევაა.
ხონის მერი კი აცხადებს, რომ მან გამოძიების შესახებ, რომელიც 2 წელი მიმდინარეობდა, მხოლოდ ყურმოკვრით იცოდა, განაჩენი ჯერ არ მიუღია და შესაბამისად, რეაგირებასაც...
იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ ახალი მოადგილე წარადგინა. სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი, ბესიკ გოფოძე დაინიშნა.
ამიერიდან გუბერნატორს სამი მოადგილე ეყოლება.
ბესიკ გოფოძე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორის ადმინისტრაციაში კურატორობას იმერეთის რეგიონის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებას, მუნიციპალიტეტების სამოქმედო გეგმების სწორად შესრულებას, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის მუშაობასა და სოფლის მეურნეობის საკითხებს გაუწევს.
ბესიკ გოფოძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 22 წელი სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. სამსახურეობრივი ღვაწლისთვის მიღებული აქვს...
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლა გაიხსნა.
მერიის ცნობით, ამ ეტაპზე, გუმათის სკოლაში 16 მოსწავლე ისწავლის. ამასთან, სკოლაში იქნება 2 კლას-კომლპექტი. ასევე, პროექტის ფარგლებში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაც კეთილმოეწყო. მათივე ინფორმაციით, შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და ღირებულებამ 470 733 ლარი შეადგინა.
"გუმათის სკოლის შენობა წლების განმავლობაში ავარიული იყო, რის გამოც აუცილებელი გახდა ახალი სასწავლო დაწესებულების აშენება", - აცხადებენ...
ქედაში მცხოვრებ მარტოხელა ხანდაზმულები ახალი სერვისით ისარგებლებენ. სერვისი ბენეფიციარებისთვის მობილური ჯგუფის შექმნას და საოჯახო პრობლემების მოგვარებას გულისხმობს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
მოხალისეები შესაბამისი ტექნიკით არიან აღჭურვილები. შინმოვლის პროგრამა დახმარების ეროვნული ფონდისა და ქედის მერიის დაფინანსებით მესამე წელია ხორციელდება. რომლის ბიუჯეტიც 29 ათას ლარზე მეტია.
მუნიციპალიტეტში პროგრამით ცხრა ბენეფიციარი სარგებლობს.
https://www.youtube.com/watch?v=JLmJjNdfC0E&feature=youtu.be
5-6 ოქტომბერს ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს "განდაგანა“ უმასპინძლებს. ორი დღით, აჭარული სოფლები თავისი ტრადიციებითა და დამახასიათებელი თავისებურებებით ევროპის მოედანზე იქნება წარმოდგენილი, რაც სტუმრებს საშუალება მისცემს აჭარულ სოფლებში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ.
სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, მხიარული შეჯიბრებები, მასტერკლასები და ფოლკლორ შოუ - მცირე ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რასაც ფესტივალი სტუმრებს სთავაზობს.
სოფლის ტურიზმის ფესტივალ "განდაგანას“ მიზანი მთიანი აჭარის პოპულარიზაცია და წარმოჩენაა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ღვინის,...
წინა სტატია
კომპანია "შარას", რომელმაც სოფელ ზღუდერში ახალი ასფალტი დააგო, დაჯარიმება ემუქრება. ამის შესახებ "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს" ქარელის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს.
მერის მოადგილის, ნუგზარ დაბრუნდაშვილის თქმით, სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფმა ხარვეზები აღმოაჩინა. ხარვეზების აღმოფხვრის გამო, კომპანიას ობიექტის ჩაბარება დააგვიანდა. მიღება-ჩაბარების აქტი 2018 წლის 10 სექტემბერს უნდა გაფორმებულიყო.
"არ იყო სერიოზული ხარვეზები. მონიტორინგის ჯგუფის შეფასებით, გზის გასწვრივ არსებული ბეტონის ღარები, ასფალტის დონესთან შედარებით,...
ზუგდიდში წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურა შენდება. როგორც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, მასშტაბურ სამუშაოებს აზიის განვითრების ბანკი აფინანსებს. ქალაქ ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის 95, ხოლო საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 84 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
მათივე ცნობით, ქალაქის წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოების 80% უკვე დასრულებულია. უახლოს მომავალში კი გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.
"ზუგდიდში ცენტრალიზებული სისტემა დღემდე არ არსებობდა, რის გამოც ადგილობრივების დიდი ნაწილი...
დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების კვირეულის ფარგლებში 30 ნოემბერიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, თბილისში ღამის ეკონომიკის ფორუმი ჩატარდება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ღამის ეკონომიკაში ჩართული 12 ქვეყნისთვის მოწვევა გაგზავნილია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საორგანიზაციო პროცესი და ზუსტდება დეტალები.
ასევე, მერიაში აღნიშნავენ, რომ 29 ნოემბერს გაიმართება ეკონომიკის განვითარების ფორუმი ადგილობრივ დონეზე.
ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელის, სერგი გვარჯალაძის თქმით, ღამის ეკონომიკის ფორუმი - Tbilisi Night...
ბეშუმში ხეებს ჭრიან. ფაქტის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. TV25 წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ პროცესი უშუალოდ საკურორტო ზონაში, ე. წ ღობის შიგნით ხდება. თუმცა ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ აჭარის სატყეო სააგენტოში. უწყების ხელმძღვანელი ხულოს მუნიციპალიტეტში ირწმუნება, რომ რამდენიმე ძირი ხის მოჭრა კურორტის გარე პერიმეტრზე მოხდა.
"ხეები კურორტის გარეთ, ე. წ ბანაკის ტერიტორიაზე მოიჭრა. ადგილობრივებმა ხის მოჭრისთვის საჭირო დოკუმენტი - ბილეთი წარმოგვიდგინეს,...
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფელ სადმელში კომპანია "შატრო ველი“ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოს აშენებს. მერიის ცნობით, სამუშაოები უკვე დასრულების ფაზაშია.
საწარმო აღჭურვილი იქნება თანამედროვე დანადგარებით, ლაბორატორიით და ღვინის ჩამოსასხმელი ხაზით.
"აქ წარმოებული პროდუქცია სასაქონლო სახეს ადგილზე მიიღებს. პირველ ეტაპზე ორი სახის ღვინო - "ხვანჭკარა“ და "ოჯალეში“ ჩამოისხმება.
კომპანია, მიმდინარე წელს, ადგილობრივი ფერმერებისგან 50 ტონა ყურძნის შესყიდვას გეგმავს, ქარხნის სრული დატვირთვით ამოქმედების შემდგომ...
სომხეთის ცენტრალური სარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ერევნის უხუცესთა (საქალაქო) საბჭოს რიგგარეშე არჩევნებში ბლოკმა „ჩემმა ნაბიჯმა“ გაიმარჯვა, ბლოკის ლიდერი, კომიკოსი აიკ მარუთიანი კი ერევნის მერი გახდება. ის საქმიანობას 10 ოქტომბრიდან შეუდგება.
როგორც ცნობილია, ბლოკს "ჩემი ნაბიჯი" მხარდაჭერას პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უცხადებდა. ბლოკს ამომრჩეველთა 81%ზე მეტმა დაუჭირა მხარი.
არჩევნებში მეორე ადგილზე პარტია „აყვავებული სომხეთი“ გავიდა, რომელმაც ხმების 6,95% მიიღო, მესამეზე კი - ალიანსი „სინათლე“ ხმების 4,99%-ით.
ამომრჩეველთა აქტივობამ 43,65% შეადგინა.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ გურიფულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, პროექტის მიხედვთ, 850 მეტრ მანძილზე დაიგება ბეტონის საფარი. ასევე მოეწყობა მილხიდები და მოსაცდელი.
ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოს სახელშეკრულებო ღირებულება 160 ათასი ლარია.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ რუფოთში, ჭანკვეტაძეების უბანში, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე ბეტონის საფარი 2 კმ-იან მონაკვეთზე დაიგება. სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 444 444 ლარს შეადგენს.
საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მიმდემი“ შეასრულებს, მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































