წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლა გაიხსნა.
მერიის ცნობით, ამ ეტაპზე, გუმათის სკოლაში 16 მოსწავლე ისწავლის. ამასთან, სკოლაში იქნება 2 კლას-კომლპექტი. ასევე, პროექტის ფარგლებში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაც კეთილმოეწყო. მათივე ინფორმაციით, შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და ღირებულებამ 470 733 ლარი შეადგინა.
“გუმათის სკოლის შენობა წლების განმავლობაში ავარიული იყო, რის გამოც აუცილებელი გახდა ახალი სასწავლო დაწესებულების აშენება”, – აცხადებენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში.
“ქვეყნის წარმატებისთვის მთავარია განათლებული თაობა, სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების სკოლების მშენებლობა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მიხარია, რომ სრულფასოვან განათლებას გუმათის სკოლის მოსწავლეები, ამიერიდან თანამედროვე და კეთილმოწყობილ გარემოში მიიღებენ’’- განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტატის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.