იმერეთის გუბერნატორის მოადგილედ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი დაინიშნა

1214

იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ ახალი მოადგილე წარადგინა. სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი, ბესიკ გოფოძე დაინიშნა.
ამიერიდან გუბერნატორს სამი მოადგილე ეყოლება.

ბესიკ გოფოძე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორის ადმინისტრაციაში კურატორობას  იმერეთის რეგიონის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებას, მუნიციპალიტეტების სამოქმედო გეგმების სწორად შესრულებას, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის მუშაობასა და სოფლის მეურნეობის საკითხებს გაუწევს.

ბესიკ გოფოძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 22 წელი სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. სამსახურეობრივი ღვაწლისთვის მიღებული აქვს სახელმწიფოებრივი, უწყებრივი და საერთაშორისო ჯილდოები.