ხობის სოფელ პირველ გურიფულში გზა რეაბილიტირდება

831

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ გურიფულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მერიის ცნობით, პროექტის მიხედვთ, 850 მეტრ მანძილზე დაიგება ბეტონის საფარი. ასევე მოეწყობა მილხიდები და მოსაცდელი.

ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოს სახელშეკრულებო ღირებულება 160 ათასი ლარია.