ერევნის მერი კომიკოსი აიკ მარუთიანი ხდება

1209

სომხეთის ცენტრალური სარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ერევნის უხუცესთა (საქალაქო) საბჭოს რიგგარეშე არჩევნებში ბლოკმა „ჩემმა ნაბიჯმა“ გაიმარჯვა, ბლოკის ლიდერი, კომიკოსი აიკ მარუთიანი კი ერევნის მერი გახდება. ის საქმიანობას 10 ოქტომბრიდან შეუდგება.

როგორც ცნობილია, ბლოკს “ჩემი ნაბიჯი” მხარდაჭერას პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უცხადებდა. ბლოკს ამომრჩეველთა 81%ზე მეტმა დაუჭირა მხარი.

არჩევნებში მეორე ადგილზე პარტია „აყვავებული სომხეთი“ გავიდა, რომელმაც ხმების 6,95% მიიღო, მესამეზე კი – ალიანსი „სინათლე“ ხმების 4,99%-ით.

ამომრჩეველთა აქტივობამ 43,65% შეადგინა.