ქედაში მცხოვრებ მარტოხელა ხანდაზმულებს მოხალისეები საოჯახო საქმეებში დაეხმარებიან (ვიდეო)

829

ქედაში მცხოვრებ მარტოხელა ხანდაზმულები ახალი სერვისით ისარგებლებენ. სერვისი ბენეფიციარებისთვის მობილური ჯგუფის შექმნას და საოჯახო პრობლემების მოგვარებას გულისხმობს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

მოხალისეები შესაბამისი ტექნიკით არიან აღჭურვილები. შინმოვლის პროგრამა დახმარების ეროვნული ფონდისა და ქედის მერიის დაფინანსებით მესამე წელია ხორციელდება. რომლის ბიუჯეტიც 29 ათას ლარზე მეტია.

მუნიციპალიტეტში პროგრამით ცხრა ბენეფიციარი სარგებლობს.