ქობულეთში ხელოვნების სკოლის 22 პედაგოგს ანაზღაურება შეუმცირეს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ფორტეპიანოს სპეციალისტებისთვის ხელფასების დაკლებას სკოლის მენეჯმენტში მოსწავლეთა სიმცირით ხსნიან. ხელმძღვანელის თქმით, მოსწავლეები მასწავლებლებთან გადაანაწილეს ასე კი იმიტომ მოიქცნენ, რომ პედაგოგების ხელფასს შორის დიდი განსხვავება არ ყოფილიყო.
ცნობისთვის ყველაზე დატვირთული მასწავლებლის თვიური ანაზღაურება 480 ლარია, აქედან იგი ხელზე 384 ლარს იღებს.
მერიაში ჯერ კონკრეტული გეგმა არ აქვთ, თუმცა ირწმუნებიან, რომ შენობის გარემონტების შემდეგ,...
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა განაცხადა, რომ დედაქალაქის მასშტაბით 20 ათასი დაავადებული ხის მოჭრა იგეგმება. მისი თქმით, 8 თვის განმავლობაში 120 ათასი ხეა შესწავლილი. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, სანიტარული ჭრები თბილისის მასშტაბით მომავალი კვირიდან დაიწყება.
"ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ მძიმე მდგომარეობაშია ნარგავები თბილისის ტერიტორიაზე. მთავარი პრობლემა ჩვენ გვაქვს ფიჭვებთან მიმართებაში და ეს პრობლემა გუშინ და დღეს...
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჭრებალო-ნიკორწმინდის დამაკავშირებელ 26 კმ-იან საავტომობილო გზას რეაბილიტაცია უტარდება.
მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში სანიაღვრე არხები და ასფალტო-ბეტონის საფარი მოწყობა. ხოლო, არსებული გზა გაფართოვდება.
როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის დასრულების შემდეგ, კეთილმოწყობილი საავტომობილო გზით მუნიციპალიტეტის 8 სოფელი ისარგებლებს. სამუშაოები, რომელთა ჯამური ღირებულება 18 494 000 ლარს შეადგენს, 2018 წელს დაიწყო და 2019 წლის ბოლოს დასრულდება.
სამშენებლო სამუშაოებს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რეგიონული განვითარებისა და...
ბათუმში კომახიძის ქუჩას სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება.
მერიის ცნობით, ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრიბოედოვისა და ლერმონტოვის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში მიმდინარეობს. მათი თქმით, სამუშაოების ფარგლებში: გამოიცვალა გრუნტი, მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი, დაიგო დეკორატიული ფილები, მოეწყო ბაზალტის ბორდიურები და ამჟამად მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება.
როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 3 894 999, 99 ლარს შეადგენს.
კომახიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და...
ბაღდათის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლების ვადამ გადაიწია. აღმზრდელობით დაწესებულებებში სწავლა 1 ოქტომბერს დაიწყება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
ბაღდათის ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, თამილა ფაიქიძე ამბობს, რომ სწავლის დაწყების დაგვიანების მიზეზი მოსამზადებელი სამუშაოები გახდა, თუმცა, რა კონკრეტულ სამუშაოს გულისხმობს, ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი არ აკონკრეტებს.
"ერთხელ უკვე ვისაუბრე ამაზე და ერთი და იგივეს გამეორება არ შემიძლია, ბევრი საქმე მაქვს" , - განაცხადა თამილა...
ბათუმში სამი თვის განმავლობაში 60 სანაგვე ურნა დააზიანეს, ხოლო 12 დაწვეს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
რა იწვევს ამ ყველაფერს? დაბალი სამოქალაქო თვითშეგნება თუ არაეფექტური კონტროლი? რა უჯდება სახელმწიფოს დამწვარი და დაზიანებული ურნების ახლით ჩანაცვლება, ხდება თუ არა კანონდამრღვევების იდენტიფიცირება და ჯარიმდებიან თუ არა ისინი?
https://www.youtube.com/watch?time_continue=129&v=cjUZ245w-Es
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა რომ, დიღმის ტყე-პარკი არის ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა, სადაც სამომავლოდ საუკეთესო დასასვენებელი სივრცე უნდა მოეწყოს, რის გამოც იქ მშენებლობები დაუშვებელია. თბილისი მერი თანამშრომლობისკენ მოუწოდესბ იმ პირებს, რომლებიც დიღმის ტყე-პარკში მიწის ნაკვეთებს ფლობენ.
"კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სივრცე, რომელსაც თბილისისთვის სასიცოცხლო დატვირთვა აქვს, არის დიღმის ტყე-პარკი. სამწუხაროდ, 90-იანი წლებიდან მოყოლებული ამ პარკის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი მოექცა კერძო...
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა რომ, უზნაძის ქუჩაზე აგვისტოს დასაწყისში დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულებას მოითხოვს. მისი თქმით, კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები დაიწყო, თუმცა შემდეგ მიატოვა და დღეს უზნაძის ქუჩა გადათხრილია. კალაძემ მოადგილეს დაავალა, მერიაში დაიბარონ აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები, რათა დროულად დასრულდეს სამუშაოები.
"ბოლო პერიოდში, ვისაც უზნაძის ქუჩით უწევს სარგებლობა, ყველა წუხს, რომ ამ ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ...
დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს წარმოქმნილი პრობლემის გამო, გუშინ, სახელმწიფო უწყებებს ინტერნეტი არ მიეწოდებოდათ. როგორც მერმა აღნიშნა, თბილისში უნდა შეიქმნას მიწისქვეშა კომუნიკაციის რუკა, რათა მომავალში მსგავსი პრობლემები გამოირიცხოს.
"კახეთის გზატკეცილზე, სამუშაოების დროს შეიქმნა პრობლემა, დააზიანეს ინტერნეტის ხაზი და ნახევარი დღის განმავლობაში სახელმწიფო უწყებებს ინტერნეტი არ მიეწოდებოდათ. ესეც კატეგორიულად მიუღებელია,...
წინა სტატია
თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის ქალაქში სპეციალური პარკირების ადგილები გამოიყოფა, რომელიც მათთვის უფასო იქნება. ამასთან, მისი თქმით, მძღოლებს მანათობელი ტაქსის ნიშანი უფასოდ დაურიგდებათ, რომელსაც მერია დაამზადებს.
"ჩვენ ვმუშაობთ ვიზუალურ სტანდარტზე, რომელიც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან იქნება სავალდებულო. საუბარია ფერზე და ჩვენ ძალიან ბევრი მსჯელობა გვქონდა ამასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ თეთრი...
წინა სტატია
“ქარელის მუნიციპალიტეტში მუშაობს “იბოლია“, არ ვიცი იქ “შარა“ რა შუაშია", - ასე გამოეხმაურა იოსებ მაკრახიძე შპს “შარას“ შესაძლო დაჯარიმებას. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის თქმით, აღნიშნულ კომპანიასთან შეხება არ აქვს.
“მე შეხება არ მაქვს არც “შარასთან“ და არც “იბოლიასთან“. არ მაქვს ინფორმაცია შესაძლო დაჯარიმებაზე. მე ბოლო ათი წლის მანძილზე არ დავჯარიმებულვარ, ყოველთვის თავის დროზე ვასრულებ სამუშაოებს და ვაბარებ“, - განაცხადა დეპუტატმა.
შპს-ში...
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის მიხედვით, აჭარის მთავრობა ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებას არაჯეროვნად ასრულებს, კერძოდ, აჭარის მთავრობის აპარატს, 4 სამინისტროს და ამდენივე საქვეუწყებო დაწესებულებას პროაქტიული ინფორმაცია სრულად არ აქვთ გამოქვეყნებული.
აჭარის მთავრობის 2013 წლის 10 ოქტომბრის დადგენილებით, უწყებებს 35 სახის დოკუმენტის პროაქტიულად გამოქვეყნება დაევალათ.
კვლევის მიზანი იყო, ორგანიზაციას დაედგინა, რამდენად შეესაბამებოდა მთავრობის დადგენილების მოთხოვნებს უწყებების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია როგორც რაოდენობრივად, ისე შინაარსობრივად...
შესაძლებელია თუ არა ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტის 3 თვეში შექმნა – მერიის პასუხი სპეციალისტებს
წინა სტატია
შემდეგი სტატია
როგორც ცნობილია, თბილისის მერიამ, ვაკის პარკის მასშტაბური რეაბილიტაციის მიზნით, კონკურსი გამოაცხადა. თუმცა, კონკურსის პირობებმა ვნებათაღელვა უკვე გამოიწვია. droa.ge უკვე წერდა, რომ უმთავრესი პრობლემა სამთვიანი ვადაა, რომელშიც გამარჯვებულმა კომპანიამ რეაბილიტაციის სრული პროექტი უნდა შექმნას. ამის გამო გაჩნდა ეჭვი, რომ პირობები კონკრეტულ კომპანიაზეა მორგებული, ვინაიდან, სპეციალისტების თქმით, ამ ვადაში სრულფასოვანი პროექტის შექმნა შეუძლებელია.
დღეს დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი...
ბათუმში, გრიბოედოვისა და ლერმონტოვის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. გამოიცვალა გრუნტი, სანიაღვრე არხი, დაიგო ფილები, მოეწყო ბოდიურებიც. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ბათუმის მერის ლაშა კომახიძის ინფორმაციით, წლის ბოლოს 120-მდე ქუჩის, მონაკვეთისა და ჩიხის რეაბილიტაცია დასრულდება.
https://youtu.be/O0PwPGjH0Ew
თბილისის მერი კახა კალაძე სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება ქალაქში არსებულ დაუსრულებელ მშენებლობებსა და ამ მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე გამახვილდა.
მერიის ცნობით, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მათ მერიის წარმომადგენლების მხრიდან ინფორმაცია ყველა მნიშვნელოვან საკითხზე მიიღეს.
"დაინტერესებულ კომპანიებს მაქსიმალურად დავუჭერთ მხარს, რათა დედაქალაქში შეჩერებული მშენებლობები დასრულდეს და ის პრობლემები, რომლებსაც ასეთი ობიექტები ქმნიან, მათ შორის,...
წყნეთი-კიკეთის გზაზე ავტობუსის ხაზი აღდგება. აღნიშნულ საკითხზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
2014 წლის შესაბამის დადგენილებაში შესული ცვლილების მიხედვით, წყნეთი-კიკეთის გზაზე N5 ავტობუსის ნაცვლად, N81 ავტობუსი ივლის.
როგორც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, ბეთანიის გზის რეაბილიტაცია დასრულდა და საჭირო გახდა ავტობუსის დანიშვნა.
"წყნეთი-კიკეთის გზაზე ავტობუსი იქნება. ეს გამოწვეულია იქიდან, რომ ბეთანიის გზის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































