“ქარელის მუნიციპალიტეტში მუშაობს “იბოლია“, არ ვიცი იქ “შარა“ რა შუაშია”, – ასე გამოეხმაურა იოსებ მაკრახიძე შპს “შარას“ შესაძლო დაჯარიმებას. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის თქმით, აღნიშნულ კომპანიასთან შეხება არ აქვს.
“მე შეხება არ მაქვს არც “შარასთან“ და არც “იბოლიასთან“. არ მაქვს ინფორმაცია შესაძლო დაჯარიმებაზე. მე ბოლო ათი წლის მანძილზე არ დავჯარიმებულვარ, ყოველთვის თავის დროზე ვასრულებ სამუშაოებს და ვაბარებ“, – განაცხადა დეპუტატმა.
შპს-ში “შარა” დეპუტატ იოსებ მაკრახიძის მეუღლე, ციცინო კალანდაძე 33%-იან წილს ფლობდა, მაისში კი მეუღლის წილი, დეპუტატმა შვილს გადააბარა.
შეგახსენებთ, რომ გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის კომპანია “იბოლიამ”, საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში, გზების მოვლა-შენახვისთვის 27-მილიონიანი ტენდერი მოიგო. ამასთან, აუქციონის გარეშე შპს ,,იბოლიამ“ და შპს ,,შარამ“ , რომელიც დეპუტატის მეუღლეს ციცინო კალანდაძეს ეკუთვნის, გორში სამი დიდი ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერშიც გაიმარჯვა.