ბაღდათის საბავშვო ბაღებში სწავლა 1 ოქტომბერს დაიწყება

680

ბაღდათის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლების ვადამ გადაიწია. აღმზრდელობით დაწესებულებებში სწავლა 1 ოქტომბერს დაიწყება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

ბაღდათის ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, თამილა ფაიქიძე ამბობს, რომ სწავლის დაწყების დაგვიანების მიზეზი მოსამზადებელი სამუშაოები გახდა, თუმცა, რა კონკრეტულ სამუშაოს გულისხმობს, ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი არ აკონკრეტებს.

“ერთხელ უკვე ვისაუბრე ამაზე და ერთი და იგივეს გამეორება არ შემიძლია, ბევრი საქმე მაქვს” , – განაცხადა თამილა ფაიქიძემ.