ბათუმში, გრიბოედოვისა და ლერმონტოვის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. გამოიცვალა გრუნტი, სანიაღვრე არხი, დაიგო ფილები, მოეწყო ბოდიურებიც. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ბათუმის მერის ლაშა კომახიძის ინფორმაციით, წლის ბოლოს 120-მდე ქუჩის, მონაკვეთისა და ჩიხის რეაბილიტაცია დასრულდება.