13 ოქტომბერს გურჯაანში, კურორტ ახტალას მიმდებარე ტერიტორიაზე, ღვინის ფესტივალი გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სახლში დაყენებული ქვევრის ღვინო, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული 100-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭა და სხვა სასმელები. ინფორმაციას რეგინფო ავრცელებს. "ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ როგორც კახური, ისე საქართველოს სხვა კუთხეებში დამზადებული ღვინოები და შეიძინონ ხელმისაწვდომ ფასად; მონაწილეობა მიიღონ...
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ყურძნის გადამმუშავებელი საწარმო შპს'"ზედაშე“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს "ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. სახელმწიფოს მხარდაჭერით, საწარმომ 550 ათასი აშშ დოლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. სამინისტროს ცნობით, საწარმოში, სადაც წლიურად 60 ტონაზე მეტ ყურძენს გადაამუშავებენ, სეზონზე 65 ადამიანია დასაქმებული. ამასთან, პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. საწარმო აქტიურადაა ჩართული რთველი 2018-ში და ყურძენს როგორც საკუთარი ვენახებიდან, ისე ადგილობრივი...
2018 წლის 2 ოქტომბერს, თბილისის მერიამ დაამტკიცა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა. ეს არის მეორე სამოქმედო გეგმა, რომელიც OGP-ის ქვე-ეროვნული საპილოტე პროგრამის ფარგლებში მომზადდა, სადაც თბილისის მუნიციპალიტეტი მსოფლიოს მასშტაბით 14 სხვა ქალაქთან ერთად მონაწილეობს. წინა სამოქმედო გეგმა თბილისის მერიამ პირველი სამოქმედო გეგმა 2017 წელს დაამტკიცა და ის ხუთ ვალდებულებას აერთიანებდა: 1. ღია მმართველობისა და სამოქალაქო ჩართულობის მრავალპროფილური მექანიზმი - საინფორმაციო და სამოქალაქო აქტივობის...
წინა სტატია დედაქალაქის მერიამ ღია მმართველობის პარტნიორობის(OGP) თბილისის 2018 – 2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. ახალი სამოქმედო გეგმით, მერიამ 5 ვალდებულება აიღო, თუმცა, მათი ნაწილი წინა წლის სამოქმედო გეგმიდან გადმოვიდა, ვინაიდან მერიამ მისი შესრულება 2017 წელს ვერ შეძლო. ახალი ვალდებულებები კი შემდეგია: 1. ღია მმართველობისა და სამოქალაქო ჩართულობის მრავალპროფილური მექანიზმი - საინფორმაციო და სამოქალაქო აქტივობის პორტალი (“SMART MAP”); 2. ბიუჯეტის მონაწილეობითი დაგეგმვის მექანიზმის დანერგვა; სერვისების...
ზუგდიდის საკრებულოში უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ხმამაღალი საუბარი მოჰყვა მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის ანგარიშის წარდგენას. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ინფრასტრუქტურული მიმართულებით ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობა გააკრიტიკეს. თქვეს, რომ თუკი რაიმე სახის მშენებლობა მიმდინარეობს, ძირითადად დაბალი ხარისხით, მათ შორის აღნიშნეს გზები. კრიტიკის საპასუხოდ ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს...
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სფეროს ექსპერტების ჩართულობით, დეცენტრალიზაციის საკითხებზე მუშაობა გრძელდება. ჯგუფები სამი მიმართულებით მუშაობენ, ესაა - ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდა, ჩართულობა და გამჭირვალობა და ფინანსების განაწილების წესი. "გაიმართა შეხვედრა სამივე სამუშაო ჯგუფთან, რომელზეც  ვიმსჯელეთ მუნიციპალიტეტებისთვის  უფლებამოსილებების გადაცემასა და  ფისკალურ ნაწილზე. კარგი ტენდენცია გვაქვს, სამუშაო ჯგუფებში ჩართულობა საკმაოდ  მაღალია და აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ,  რომ  წინასწარ განსაზღვრულ ვადებში  შევძლებთ დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიისა და...
წინა სტატია ''ჩვენ გვჭირდება ცათამბჯენები",- ასე პასუხობს ბათუმის სანაპირო ზოლში, შესაძლო 9 ცათამბჯენის მშენებლობაზე შეკითხვას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, თუმცა იქვე განმარტავს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას საზოგადოების მაღალი ჩართულობა უნდა ახლდეს თან. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. "ჩვენ გვჭირდება ცათამბჯენები, ეკონომიკა უნდა განვითარდეს და ამავდროულად, აბსოლუტურად ყოველთვის და ყველა გადაწყვეტილებისას დაცული უნდა იყოს ქალაქის ინტერესები. ქალაქის ინტერესი გულისხმობს სწორედ საზოგადოების მაღალ ჩართულობას და...
წინა სტატია შემდეგი სტატია როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა მომდევნო წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსების წესს ცვლის და გათანაბრებითი ტრანსფერისა და საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად, თვითმმართველობებს დღგ-ს სახით მიღებული შემოსავლების 19% დაუტოვებს. ამის შესახებ მთავრობის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საბიუჯეტო კოდექსებში ინიცირებულ ცვლილებებში წერია. ამავე პრინციპითაა შედგენილი 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტიც, რომელიც მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა. ბიუჯეტის პროექტის თანახმად, დაფინანსების ახალი წესით, დღგ-ს 19%-იდან, დედაქალაქს...
ახალციხის მერიამ ქალაქ ახალციხეში მრავალბინიან სახლებთან ფანჩატურების მოწყობაზე ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 49 816 ლარია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ახალციხეში ფანჩატური ოთხი კორპუსის ეზოში მოეწყობა: 9 აპრილის N15–სა და N21–ში, რუსთაველის N99–ში, თამარაშვილის N57–ში და ასპინძის ქუჩის N40–ში. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ფანჩატურებში სკამები და მაგიდებიც უნდა მოეწყოს. ფანჩატურის სიგანე ოთხი მეტრი, ხოლო სიგრძე ხუთ მეტრი იქნება. ასევე, დოკუმენტების მიხედვით თამარაშვილის...
სენაკში სახალხო დღესასწაულ "ეგრისობისთვის“ ემზადებიან. "ეგრისობა“ 20 ოქტომბერს აღინიშნება, ამ დღისთვის ნოქალაქევში, ციხე გოჯის ტერიტორიაზე ეგრისის სამეფოს ცხოვრების ეპიზოდი გაცოცხლდება, ისევე, როგორც მაშინდელი ქვეყნის მთელი პოლიტიკური ცხოვრება. დაიდგმება თეატრალურ ქორეოგრაფიული კომპოზიცია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. ამასთან, იგეგმება სენაკს დამეგობრებული ქალაქებისკენ მიმართულების აღმნიშვნელი "მეგობრობის ბოძის“ დადგმა. უკრაინის ქალაქ ოსტროვიცასთან დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდება. მოეწყობა ესტონური, ქართული და უკრაინული კუთხეები. სტუმრებს ნოქალაქევს დაათვალიერებენ. საპატიო სენაკელებისათვის გადასაცემად...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ძიმითისა და ნაგომარასთვის წყალი კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ინფორმაციას გურიაTV ავრცელებს. სოფელ ძიმითის მკვიდრი მარინე გოგოუაძე ამბობს, რომ სოფელში არსებულ ერთადერთ ჭას 40 ოჯახი იყენებს. სოფლის მცხოვრებლები იძახიან, რომ ჭიდან წყლის ასაღებად ხშირად 4 საათზე დგებიან, რათა ჭაში წყალი სუფთა დახვდეთ და სასმელად გამოიყენონ. მათი თქმით, კუთხე მივიწყებულია და მათ არც გზა აქვთ, არც წყალი და აღარც...
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის მცხოვრებლები წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. ინფორმაციას გურიაTV ავრცელებს. სოფელ აკეთის მკვიდრების თქმით, სოფელში გაზი გაიყვანეს, გზა კი არ გაუსწორებიათ, რის გამოც ყოველი წვიმის დროს წვიმის წყალი ჭებში ჩაედინება და სასმელი წყალი დასალევად უვარგისია. როგორც სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები დოდო ღლონტი ამბობს, 25 წელია, რაც წყალი მეზობელი სოფლებიდან დააქვს. https://www.youtube.com/watch?v=hT_miS5crts
ჩოხატაურის სოფელ ზომლეთში ადგილობრივი მოსახლეობა ბუნებრივ აირს ითხოვს. ინფორმაციას გურიაTV ავრცელებს. სოფელ ზომლეთის მცხოვრები ჯამბული გოგორიშვილი აცხადებს, რომ სოფელი ძალიან დიდი გასაჭირის წინაშე დგას. მისი თქმით, სოფლის ზოგიერთ მცხოვრებს შეშის ყიდვის საშუალება არ აქვს. როგორც თავად აღნიშნავს ბუნებრივი აირის მთავარი მაგისტრალი სოფლიდან 200-300 მეტრში მდებარეობს. სოფლის მკვიდრი ნათია თავაძე ამბობს, რომ გაზს ჯერ კიდევ "ნაციონალური მოძრაობის" დროს ჰპირდებოდნენ. თუმცა სოფელს გაზი...
ანაკლიაში ერთ-ერთ უსახელო ქუჩას ოჩამჩირის სახელი მიენიჭება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ეკონომიკის, ურბანული განვითარების და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავამ განაცხადა, რომ მათ შესაბამისი თხოვნით აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლებმა მიმართეს. ქუჩაზე, რომელსაც ოჩამჩირის სახელი უნდა ეწოდოს, ძირითადად აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ.
მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თაობაზე ჩანაწერი არ იძებნება, ხოლო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პირველადი ინფორმაციით, პროგრამის აღდგენა ვერ ხერხდებოდა, უწყება პირობას დებს, რომ მომავალი წლიდან პროგრამა აღდგება. როგორც ცნობილია, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2017 წელს გაუქმდა. ის სოფლებში მცირე ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენდა. გადაწყვეტილებას კი, თუ კონკრეტულად რა პრობლემა მოგვარებულიყო,...
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, რომელიც იშვიათი და უნიკალური ხე-მცენარეებით გამოირჩევა, დიდი ხანია დამთვალიერებელი არ შესულა. ბაღის სრულფასოვანი აღდგენისთვის 12 მილიონი ლარი იხარჯება, პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ინფორმაციას ოდიში ავრცელებს. ლანდშაფტი, დენდროლოგია, არქეოლოგია და დაპროექტება, ეს ღირებულებები ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს სხვებისგნ გამოარჩევს. ამ ეტაპზე ნაწილი სამუშაოების დასრულებულია, პროექტი პირვანდელ სახეს ინარჩუნებს და ცვლილება არ შესულა. როგორც აცხადებენ, არც ჩაბარების ვადები გადაიწევს. სამუშაოებს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ