ჩოხატაურის სოფელ ზომლეთში ადგილობრივი მოსახლეობა ბუნებრივ აირს ითხოვს. ინფორმაციას გურიაTV ავრცელებს.
სოფელ ზომლეთის მცხოვრები ჯამბული გოგორიშვილი აცხადებს, რომ სოფელი ძალიან დიდი გასაჭირის წინაშე დგას. მისი თქმით, სოფლის ზოგიერთ მცხოვრებს შეშის ყიდვის საშუალება არ აქვს. როგორც თავად აღნიშნავს ბუნებრივი აირის მთავარი მაგისტრალი სოფლიდან 200-300 მეტრში მდებარეობს.
სოფლის მკვიდრი ნათია თავაძე ამბობს, რომ გაზს ჯერ კიდევ “ნაციონალური მოძრაობის” დროს ჰპირდებოდნენ. თუმცა სოფელს გაზი ამ დრომდე არ მიეწოდება.