სენაკში სახალხო დღესასწაულ “ეგრისობისთვის“ ემზადებიან. “ეგრისობა“ 20 ოქტომბერს აღინიშნება, ამ დღისთვის ნოქალაქევში, ციხე გოჯის ტერიტორიაზე ეგრისის სამეფოს ცხოვრების ეპიზოდი გაცოცხლდება, ისევე, როგორც მაშინდელი ქვეყნის მთელი პოლიტიკური ცხოვრება. დაიდგმება თეატრალურ ქორეოგრაფიული კომპოზიცია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ამასთან, იგეგმება სენაკს დამეგობრებული ქალაქებისკენ მიმართულების აღმნიშვნელი “მეგობრობის ბოძის“ დადგმა. უკრაინის ქალაქ ოსტროვიცასთან დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდება. მოეწყობა ესტონური, ქართული და უკრაინული კუთხეები. სტუმრებს ნოქალაქევს დაათვალიერებენ.
საპატიო სენაკელებისათვის გადასაცემად დამზადდება მედალიონი, რომელსაც უნდა ჰქონდეს სენაკის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების ბარელიეფური გამოსახულება ორივე მხარეზე. მასალა იქნება ოქროსფერში ამოვლებული ბრინჯაო.
“ეგრისობა“ კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ღონისძიების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 28 ათასი ლარია.