ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ძიმითისა და ნაგომარასთვის წყალი კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ინფორმაციას გურიაTV ავრცელებს.
სოფელ ძიმითის მკვიდრი მარინე გოგოუაძე ამბობს, რომ სოფელში არსებულ ერთადერთ ჭას 40 ოჯახი იყენებს. სოფლის მცხოვრებლები იძახიან, რომ ჭიდან წყლის ასაღებად ხშირად 4 საათზე დგებიან, რათა ჭაში წყალი სუფთა დახვდეთ და სასმელად გამოიყენონ. მათი თქმით, კუთხე მივიწყებულია და მათ არც გზა აქვთ, არც წყალი და აღარც მოსაცდელი.