ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ყურძნის გადამმუშავებელი საწარმო შპს'”ზედაშე“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს “ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა.
სახელმწიფოს მხარდაჭერით, საწარმომ 550 ათასი აშშ დოლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. სამინისტროს ცნობით, საწარმოში, სადაც წლიურად 60 ტონაზე მეტ ყურძენს გადაამუშავებენ, სეზონზე 65 ადამიანია დასაქმებული. ამასთან, პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება.
საწარმო აქტიურადაა ჩართული რთველი 2018-ში და ყურძენს როგორც საკუთარი ვენახებიდან, ისე ადგილობრივი მევენახეებისაგან იბარებს.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, უკვე დაფინანსდა 800-ზე მეტი მოქმედი და 180 ახალი საწარმო.