თბილისის მერიას ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ახალი სამოქმედო გეგმა აქვს

1232

წინა სტატია

დედაქალაქის მერიამ ღია მმართველობის პარტნიორობის(OGP) თბილისის 2018 – 2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

ახალი სამოქმედო გეგმით, მერიამ 5 ვალდებულება აიღო, თუმცა, მათი ნაწილი წინა წლის სამოქმედო გეგმიდან გადმოვიდა, ვინაიდან მერიამ მისი შესრულება 2017 წელს ვერ შეძლო.

ახალი ვალდებულებები კი შემდეგია: 1. ღია მმართველობისა და სამოქალაქო ჩართულობის მრავალპროფილური მექანიზმი – საინფორმაციო და სამოქალაქო აქტივობის პორტალი (“SMART MAP”); 2. ბიუჯეტის მონაწილეობითი დაგეგმვის მექანიზმის დანერგვა; სერვისების ხელმისაწვდომობისა და მოქალაქეთა ჩართულობით გაუმჯობესების მექანიზმების დანერგვა; 4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კეთილსინდისიერი და გამჭვირვალე მმართველობის სტრატეგიის შექმნა; 5. თბილისის მერიაში გამჭვირვალობის ხარისხის განვითარება ელექტრონული მექანიზმების მეშვეობით.

იხილეთ სამოქმედო გეგმა სრულად.