ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის მცხოვრებლები წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. ინფორმაციას გურიაTV ავრცელებს.
სოფელ აკეთის მკვიდრების თქმით, სოფელში გაზი გაიყვანეს, გზა კი არ გაუსწორებიათ, რის გამოც ყოველი წვიმის დროს წვიმის წყალი ჭებში ჩაედინება და სასმელი წყალი დასალევად უვარგისია.
როგორც სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები დოდო ღლონტი ამბობს, 25 წელია, რაც წყალი მეზობელი სოფლებიდან დააქვს.