დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა. სოფელს, რომელიც საოკუპაციო ზოლთან მდებარეობს, საბავშვო ბაღი 30 წელზე მეტია არ ჰქონია. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. 25 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დუშეთის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა. ბაღის გახსნას დაესწრნენ დუშეთის მაჟორიტარი ზაქარია ქუცნაშვილი და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი. მათი განცხადებით, საოკუპაციო ზოლთან არსებულ სოფელში ბაღის გახსნა კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლება ოკუპაციას არ შეეგუება და მსგავსი...
მუნიციპალური განვითარების ფონდი კობი-გუდაურის საბაგირო გზის პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება, მისი ღირებულება, დაახლოებით, 81 მილიონი ლარია და ის 2018 წლის ბოლოს დასრულდება. როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, ახალი საბაგირო გზა, დაახლოებით, 7,5 კილომეტრი სიგრძის იქნება და უამინდობისა და დიდთოვლობის გამო ყაზბეგში ჩაკეტილი გზით გამოწვეულ პრობლემასაც მოაგვარებს. მათი თქმით, საბაგირო გზით გუდაური-კობის მიმართულებით გადაადგილებას არა მხოლოდ...
გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის შენობაში შეხვედრები გამართა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ალექსანდრე მოწერელია კი ზუგდიდში "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობა დაევალა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ, პარტიის ადგილობრივ ოფისში მიიღეს. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რამდენიმე საათია სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის შენობაში შეხვედრებს მართავდა. შენობაში რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა, მუნიციპალიტეტების მერები და მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია...
საბურთალოს რაიონში, ბუდაპეშტის პირველ შესახვევში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, ბორდიური და 1 330 მ2 ფართობზე ასფალტის ახალი საფარი, ასევე, 130 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო. ხოლო კომპანია "GWP-მა“ წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია განახორციელა. ამასთან, აღნიშნულ ქუჩაზე გზის დამჭერი კედელიც მოეწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 110 000 ლარი გამოიყო.
წინა სტატია 1 ნოემბერს თბილისის მერიამ ავტობუსის ფერის შესარჩევად ფეისბუქზე გამოკითხვა დაიწყო, მერია მოქალაქეებს ავტობუსის ფერის შერჩევისას მწვანესა და ვერცხლისფერს სთავაზობდა. გამოკითხვა, დაახლოებით, 12 საათის წინ დასრულდა და მასში მონაწილეობა  27 ათასამდე მცხოვრებმა მიიღო. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მწვანე ფერის ავტობუსი, დაახლოებით, 17 ათასმა, ვერცხლისფერი კი 10 ათასამდე ადამიანმა აირჩია. თბილისის მერი კახა კალაძე რამდენიმე კვირის წინ, ავტობუსების ფერის შესარჩევად, მიუნხენში იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ მერია...
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მმართველი პარტია საკადრო პოლიტიკას შეცვლის. მიზეზი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებია, რის გამოც ქართული ოცნება არსებული კადრების გადახედვას გეგმავს. ამის შესახებ ახმეტისა და თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმა თქვა. ის კახეთის რეგიონში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს, მათ შორის, დეპუტატი ამბობს, რომ, შესაძლოა, ქალაქების მერები შეიცვალონ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. "საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა გვაჩვენა , რომ...
დმანისისა და წალკის მაჟორიტარის კახა ოქრიაშვილის ინიციატივით, “მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. კანონის მოქმედი რედაქციით, მაღალმთიანის სტატუსის მიღება ხუთი კრიტერიუმის დაკმაყოფილების შედეგადაა შესაძლებელი. მაჟორიტარის ინიციატივის გათვალისწინებით კი, მთავრობას ენიჭება უფლებამოსილება განსაკუთრებულ შემთხვევებში, ზღვის დონიდან შესაბამის სიმაღლეზე მდებარეობის მიუხედავად, დასახლებას მაღალმთიანის სტატუსი მიანიჭოს. საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, განსაკუთრებული შემთხვევების ჩამონათვალს საქართველოს მთავრობა თავად განსაზღვრავს. ინიციატორის განმარტებით,...
გასულ კვირას საქართველოს მთავრობის სხდომას სახელმწიფო რწმუნებულებიც ესწრებოდნენ, რამაც გამოიწვია კითხვა, ხომ არ უკავშირდება მათი დასწრება არჩევნების მეორე ტურს. როგორც აღმოჩნდა, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რამდენიმე რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულები შეცვალა, მათ მთავრობის სხდომებზე დასწრება დაევალათ. droa.ge-სთან კომენტარში კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ის და დანარჩენი რწმუნებულები მთავრობის სხდომებს უკვე რამდენიმე თვეა, ესწრებიან.  მისი თქმით, ეს განპირობებულია...
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წლის 12 იანვარს სამსახურიდან სამი თანამშრომელი გაათავისუფლა. დასაქმებულებმა - მურად ძველაიამ, კობა თოფურიამ და აკაკი ბოკუჩავამ გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნიეს და სასამართლოში იჩივლეს. ინფორმაციას ლიბერალი ავრცელებს. სენაკის რაიონულმა სასამართლომ მათი საჩივარი 14 მაისს დააკმაყოფილა - მერიას თანამშრომლების აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება მოსთხოვა. აბაშის მერიამ სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა 31 ოქტომბერს სააპელაციომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება...
ნაძალადევის რაიონში, თემქის ხევის ტერიტორიაზე, ახალი საქალაქო პარკი გაშენდება. რეკრეაციული ზონა თემქის ხევში 10 ჰა მეტ ფართობზე მოეწყობა. პარკის მოსაწყობად საპროექტო სამუშაოები უკვე დაწყებულია. აღნიშნულ ტერიტორიაზე თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე იმყოფებოდა. მერის მოადგილის განცხადებით, თემქის მოსახლეობას რამდენიმე წელიწადში ახალი საქალაქო პარკი ექნება, რომელიც გენგეგმითაა განსაზღვრული. მისი თქმით, პროექტზე დაახლოებით 10 მილიონი ლარი დაიხარჯება.
წინა სტატია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის დასრულებისას გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ კომენტარი გააკეთა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. იოსებ მაკრახიძის ინფორმაციით, შეხვედრას, რომელსაც ძირითადად შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების პარტიული წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი უძღვებოდა. პარლამენტის წევრი აცხადებს, რომ შეხვედრაზე საუბარი არჩევნების მეორე ტურის სამოქმედო გეგმას და მიღებული შედეგების მიზეზებს დაეთმო. მისი შეფასებით, შიდა ქართლის რეგიონში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის...
გორის დასუფთავების სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა მუშაობა ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოში დაიწყო. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. გივი კობახიძე ახალ სამსახურში მნედ მუშაობს და ინფრასტრუქტურულ საკითხებს კურირებს. მან ახალი სამსახური დასუფთავების სააგენტოს ხელმძღვანელობიდან გათავისუფლების შემდეგ, მალევე დაიწყო. როგორც მისმა ახალმა ხელმძღვანელმა, გიორგი ქვათაძემ განგვიმარტა, სააგენტოში კობახიძის მსგავსი კვალიფიკაციისა და უნარების მქონე ადამიანი სჭირდებოდათ და ამიტომ გადაწყვიტა მასთან საქმიანი ურთიერთობის დაწყება. "ჩვენ...
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, კახეთის რეგიონში, სასტუმრო “ლოპოტას” კომპლექსში სათემო ლიდერთა ფორუმი ჩატარდა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. თემის განვითარების პროგრამის კოორდინატორის, ნინო ვასაძის თმით, ფორუმზე საქართველოს სხვადასხვა სოფლის საგამოფენო კუთხეები და სათემო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები იყო წარმოდგენილი. "თემის განვითარების პროგრამა 2011 წლიდან მართავს სათემო ფორუმებს. შეხვედრებზე თემის წარმომადგენლები ინფორმაციას ცვლიან, გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს აქტუალურ თემებზე, ეს იქნება...
წინა სტატია ბიზნესმენი მანანა მიქავა ზუგდიდის მერიას სწორედ იმ მიწის ნაკვეთის დაბრუნებას ედავება, რისთვისაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ზუგდიდის ყოფილმა მერმა ლაშა გოგიამ და ვიცე მერმა გია გულორდავამ ქრთამი აიღეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. ბიზნესმენი ამბობს, რომ მერიამ მის საკუთრებაში არსებული ქონება გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე მიისაკუთრა: "უძრავი ქონების მიღება-ჩაბარების აქტი გაყალბებულია. დოკუმენტი რომლის საფუძველზეც გადაეცა ჩემი ქონება მუნიციპალიტეტს, გაყალბებულია. არ აქვს ბეჭედი და ხელმოწერა,...
ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში სოფელ ნიგაზეულში, ე.წ. ხოზნების უბანში, სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, პროექტი გზის გაწმენდას (ჩამოშლილი მიწის მასის გატანას) და გაბიონის მოწყობას ითვალისწინებს. ინფრასტრუქტურული პროექტი, მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინასებით ხორციელდება და მისი ღირებულება 14 000 ლარს შეადგენს. გზის გაწმენდით სამუშაოებს შპს "ბილდერი" აწარმოებს.
ლანჩხუთის მერიაში აცხადებენ, რომ წლის ბოლოსთვის ლანჩხუთს ახალი ჭადრაკის სახლი ექნება. მერიის ინფორმაციით, შენობა ნინოშვილის ქუჩაზე, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული. პროექტის ღირებულება 86 000 ლარს შეადგენს, სამუშაოებს კი  შპს "დიდგორი“ აწარმოებს. მათივე ცნობით, ჭადრაკის სახლი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და მასში, როგორც პედაგოგებისთვის განკუთვნილი ცალკეული ოთახები, ასევე შეჯიბრის ჩასატარებლად დიდი დარბაზიც მოეწყობა. ამასთან, გაკეთდება სველი წერტილები და გათბობის სისტემა.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ