MDF: კობი-გუდაურის ახალი საბაგირო გზა უამინდობით გამოწვეულ გადაადგილების პრობლემასაც მოაგვარებს

716

მუნიციპალური განვითარების ფონდი კობი-გუდაურის საბაგირო გზის პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება, მისი ღირებულება, დაახლოებით, 81 მილიონი ლარია და ის 2018 წლის ბოლოს დასრულდება.

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, ახალი საბაგირო გზა, დაახლოებით, 7,5 კილომეტრი სიგრძის იქნება და უამინდობისა და დიდთოვლობის გამო ყაზბეგში ჩაკეტილი გზით გამოწვეულ პრობლემასაც მოაგვარებს. მათი თქმით, საბაგირო გზით გუდაური-კობის მიმართულებით გადაადგილებას არა მხოლოდ მოთხილამურეები, არამედ მოსახლეობაც შეძლებს.

“ახალი საბაგირო გზა ჩრდილოეთ ფერდობზე მდებარეობს და მის მიმდებარე სათხილამურო გზაზე სრიალი გვიან გაზაფხულამდე იქნება შესაძლებელი. კობი-გუდაურის საბაგირო გზის პროექტის განხორციელება ხელს შეიწყობს მიმდებარე არეალში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც თავის მხრივ გაზრდის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობებს”, – აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ დაბა სტეფანწმინდაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა სრულდება.