დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა

905

25 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დუშეთის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.

ბაღის გახსნას დაესწრნენ დუშეთის მაჟორიტარი ზაქარია ქუცნაშვილი და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი. მათი განცხადებით, საოკუპაციო ზოლთან არსებულ სოფელში ბაღის გახსნა კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლება ოკუპაციას არ შეეგუება და მსგავსი ღონისძიებებით მოსახლეობას დაეხმარება.