ნაძალადევის რაიონში, თემქის ხევის ტერიტორიაზე, ახალი საქალაქო პარკი გაშენდება. რეკრეაციული ზონა თემქის ხევში 10 ჰა მეტ ფართობზე მოეწყობა. პარკის მოსაწყობად საპროექტო სამუშაოები უკვე დაწყებულია.
აღნიშნულ ტერიტორიაზე თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე იმყოფებოდა. მერის მოადგილის განცხადებით, თემქის მოსახლეობას რამდენიმე წელიწადში ახალი საქალაქო პარკი ექნება, რომელიც გენგეგმითაა განსაზღვრული. მისი თქმით, პროექტზე დაახლოებით 10 მილიონი ლარი დაიხარჯება.