ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში სოფელ ნიგაზეულში, ე.წ. ხოზნების უბანში, სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მერიის ინფორმაციით, პროექტი გზის გაწმენდას (ჩამოშლილი მიწის მასის გატანას) და გაბიონის მოწყობას ითვალისწინებს.
ინფრასტრუქტურული პროექტი, მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინასებით ხორციელდება და მისი ღირებულება 14 000 ლარს შეადგენს. გზის გაწმენდით სამუშაოებს შპს “ბილდერი” აწარმოებს.