თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნში 30 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდება. მერიის ინფორმაციით, ძველი შენობის დემონტაჟის დასრულებისთანავე თანამედროვე სტანდარტების, 30 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობა დაიწყება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "TU-KA“ შეასრულებს. ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 244 084 ლარი დაიხარჯება. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალური ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ახალციხის ციხეზე ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, შენობების დაზიანებულ ფასადები, ტერასები და  ქვაფენილები გამოიცვლება. ამასთან, მათივე ცნობით, ტერასებსა და ქვაფენილებზე ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოებიც ჩაუტარდება. აღნიშნულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც მუნიციპალური ბიუჯეტიდან 76 952 ლარით ფინანსდება, კომპანია "ნიუ პროჯექტი“ ახორციელებს და ის დაახლოებით, 1 თვეში დასრულდება. შეგახსენებთ, რომ 12 ნოემბრიდან ახალციხის ციხეზე სამუშაო განრიგი შეიცვლება.
ლაგოდეხში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მყოფმა ორმა პირმა - სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ირმა სიყმაშვილმა და საგანგებო სიტუაციების მართვის ლაგოდეხის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა, დავით ხაჩიძემ გადადგომის შესახებ განცხადება ერთდროულად დაწერეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. პოლიტიკურ ზეწოლას ორივე კატეგორიულად გამორიცხავს. ისინი განმარტავენ, რომ სამსახურიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღეს და შესაბამისი განცხადებები საკუთარი სურვილით დაწერეს.
9 ნოემბერს 12:00 საათზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2019-2022 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის და 2019 წლის მუნიციპალური ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება. მერიის ინფორმაციით, განხილვაში მონაწილეობის მიღება ყველა მოქალაქეს შეეძლება. ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
ქალაქ ბოლნისში, ჯანსუღ კახიძის ქუჩაზე მდებარე N6 საბავშვო ბაღის მიმდებარედ, ახალი მინისტადიონი და სკვერი აშენდება. მერიის ცნობით, პროექტის განსახორციელებლად ელექტრონული ტენდერი უკვე დასრულდა და ამ ეტაპზე გამოვლენილი კომპანიის შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს. სამუშაოები, რომელიც მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში უნდა დასრულდეს. "ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა აქტიურ პროპაგანდას უწევს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. სპორტული წრეები ჩვენს მუნიციპალიტეტში აქტიურად მოღვაწეობენ. ვფიქრობთ, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის...
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში ილია II-ის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო პროექტი ილია II-ის ქუჩაზე 5 194 კვადრატული მეტრი ასფალტის ახალი საფარის დაგებას და წყალარინების სისტემის შეცვლას ითვალისწინებს. ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შ.პ.ს "ერ ტე დე“ ასრულებს. პროექტისთვის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 577 ათასი ლარით ფინანსდება.
თბილისის მერია იმ უწყებების ხუთეულშია, ვინც წვეულებებსა და ოფიციალურ სადილებზე ყველაზე მეტ თანხას ხარჯავს. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევაში წერია. მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ამჯერად საჯარო უწყებების წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ ინფორმაცია შეისწავლა. წარმომადგენლობითი ხარჯები მოიცავს მიღებებსა და ოფიციალურ სადილებზე, წვეულებებსა და ღონისძიებებზე, საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობით ღონისძიებებზე დახარჯულ თანხას. მედიის  და საზოგადოების მხრიდან...
ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში "ქალთა ოთახი“ გაიხსნა. "ქალთა ოთახი“ არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილი ღია სივრცე, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ქალებს, მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში და გაზარდოს/წაახალისოს ქალებისა და მამაკაცების თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მერიის ინფორმაციით, "ქალთა ოთახის" საშუალებით ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას (განსაკუთრებით ქალებს და გოგონებს) სთავაზობს დამატებით...
წინა სტატია ზესტაფონის მერის მოადგილემ ბესიკ ლეონიძემ ორი საათის წინ თანამდებობა დატოვა. პარალელურად კი, მის ადგილზე ახალი ვიცემერი დაინიშნა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. ლეონიძე ფეროშენადნობთა ქარხნის თანმაშრომელმა, ელგუჯა კვეტენაძემ ჩაანაცვლა. ბესიკ ლეონიძემ გადაგომის თაობაზე განცხადება თავად დაწერა. თუმცა, გამოცემა "ქუთაისი პოსტის" ინფორმაციით, მან ეს "დავალება" ცენტრიდან მიიღო. ასევე, თანანამდებობა, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობა, შესაძლოა, ზესტაფონის მერმა კახაბერ მახათაძემაც დატოვოს. გამოცემის ცნობით, დაუდასტურებელი ინფორმაციით,...
თელავის მუნიციპალიტეტმა უკრაინის ოდესის ოლქის ქალაქ ბალტასთან და ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ კლეცკთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმს ხელი თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი თუშიშვილმა, უკრაინის ოდესის ოლქის ქალაქ ბალტას ხელმძღვანელის მოადგილემ - ვალერი ჟელხოვსკიმ და ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ კლეცკის რაიონული აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ - ალექსანდრ ლომსკიმ მოაწერეს. მერიის ინფორმაციით, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, არსებულ გამოცდილებაზე, ქვეყნებს შორის მეგობრული კავშირების დამყარებისა და განმტკიცების...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის ნაწილობრივი რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური ბიუჯეტიდან 77 ათასი ლარით ფინანსდება. მერიის ცნობით, ნულოვან სართულზე, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის, მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება განთავსდება, რისი მიზანიც, მერიის ინფორმაციით, ერთი სივრცის შექმნა და მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესებაა. ამასთან, პროექტის ფარგლებში, ადმინისტრაციული შენობის მეორე და მესამე სართულებზე იატაკი უკვე დაიგო.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 37 საბავშვო ბაგა-ბაღის უსაფრთხო და სათანადო ფიზიკურ-ინფრასტრუქტურული გარემოს, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, დასაქმებული პერსონალის შრომის დისციპლინისა და კვების ორგანიზაციული წესების შესწავლა მიმდინარეობს. ინფორმაციას Iregions.ge ავრცელებს. ამ ეტაპისთვის ა(ა)იპ “გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებაში" შემავალი 6 საბავშვო ბაგა-ბაღია შემოწმებული. შედეგად, გამოიკვეთა: ბავშვთა კვების მოუწესრიგებლობის, საკვები პროდუქტების შენახვისა და მომზადების პირობების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხოების ზომებისა და შრომის დისციპლინური ნორმების დაუცველობა. საბავშვო ბაღების მენეჯერებს მიეცათ...
რუსთავში, პროფესიულ კოლეჯ "მოდუსის’’ ბაზაზე, CISCO-ს ქსელური აკადემია გაიხსნა. მერიის ინფორმაციით, აკადემია დისტანციურ სწავლებას, ინტერაქტიულ საშუალებებს და პრაქტიკულ სამუშაოებს უზრუნველყოფს, რის საფუძველზეც სტუდენტები საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში, მაღალპროფესიულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს მიიღებენ. პროექტი :ინფორმაციული ტექნოლოგიების სწავლების ერთიანი მოდელის დანერგვა საქართველოს რეგიონებში“ აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გაცემული გრანტის მეშვეობით, ათასწლეულის გამოწვევს კორპორაციის დაფინანსებით, ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილი II კომპაქტის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს...
წინა სტატია საბურთალოზე, იპოდრომის მიმდებარედ ჩოგბურთის კორტების ტერიტორიაზე, სპორტული ინფრასტუქტურის მოწყობა 2019 წლისთვის დაიწყება. აღნიშნული ტერიტორია თბილისის მერმა კახა კალაძემ და მისმა მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერეს. "უცხოელ მესაკუთრესთან მოლაპარაკებები, დაახლოებით, 10 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტერიტორია, სადაც ადრე კორტები არსებობდა, 2009 წელს გასხვისდა. უცხოელ ინვესტორს აღნიშნული ნაკვეთის გარდა, ასევე,ზემოთ მიწის ნაკვეთიც ჰქონდა, სადაც დღეს საავტომობილო გზა გადის, თუმცა მას საკუთრებაში არსებული...
მოქალაქეები ქედაში უკვე მეორე წელია საბავშვო ბაღების ეზოების კეთილმოწყობას ითხოვენ - ეს მოთხოვნა პეტიციის ფორმითაც შეიტანეს საკრებულოში, თუმცა  ჯერჯერობით მოთხოვნის დიდი ნაწილი არ შესრულებულა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. მერიამ ახლახან დაიწყო ბაღებთან ატრაქციონების დამონტაჟება და ეზოების ფილებით მოწყობა. ჯერჯერობით რამდენიმე ბაღზეა საუბარი. https://youtu.be/floeBmYKb1c
წინა სტატია ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობაზე, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, მთავრობა 271 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. ამის შესახებ კაპიტალური პროექტების დოკუმენტშია საუბარი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოშია წარდგენილი. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს. გეგმის მიხედვით, ამ მიზნით 2019 წლის ბიუჯეტში 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული, 2020-ში 75 მილიონის დახარჯვა იგეგმება, 2021-ში ასევე 75 მილიონის, 2022 წელს კი 90 მილიონი ლარის. "აღნიშნული საავტომობილო გზისა და...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ