საგარეჯოს სოფელ იორმუღანლოში “ქალთა ოთახი” გაიხსნა

1021

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში “ქალთა ოთახი“ გაიხსნა.

“ქალთა ოთახი“ არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილი ღია სივრცე, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ქალებს, მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში და გაზარდოს/წაახალისოს ქალებისა და მამაკაცების თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში

მერიის ინფორმაციით, “ქალთა ოთახის” საშუალებით ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას (განსაკუთრებით ქალებს და გოგონებს) სთავაზობს დამატებით საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებას, ასევე თავისუფალ, ღია სივრცეს, სადაც ვიზიტორებს შეუძლიათ კომპიუტერითა და ინტერნეტით, საბავშვო კუთხით, სხვადასხვა შეხვედრის მოსაწყობად საჭირო სივრცით, ბიბლიოთეკითა და სხვა მომსახურებით სარგებლობა.

როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული, ორგანიზაცია “HEKS/EPER“-ის პროექტის “MOLI კახეთში“ და “Mercy Corps“- ის პროექტის “მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა.