ახალციხის ციხეზე ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, შენობების დაზიანებულ ფასადები, ტერასები და ქვაფენილები გამოიცვლება. ამასთან, მათივე ცნობით, ტერასებსა და ქვაფენილებზე ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოებიც ჩაუტარდება.
აღნიშნულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც მუნიციპალური ბიუჯეტიდან 76 952 ლარით ფინანსდება, კომპანია “ნიუ პროჯექტი“ ახორციელებს და ის დაახლოებით, 1 თვეში დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ 12 ნოემბრიდან ახალციხის ციხეზე სამუშაო განრიგი შეიცვლება.