თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნში 30 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდება.
მერიის ინფორმაციით, ძველი შენობის დემონტაჟის დასრულებისთანავე თანამედროვე სტანდარტების, 30 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობა დაიწყება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “TU-KA“ შეასრულებს.
ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 244 084 ლარი დაიხარჯება.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალური ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.