ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში ილია II-ის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო პროექტი ილია II-ის ქუჩაზე 5 194 კვადრატული მეტრი ასფალტის ახალი საფარის დაგებას და წყალარინების სისტემის შეცვლას ითვალისწინებს.
ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შ.პ.ს “ერ ტე დე“ ასრულებს. პროექტისთვის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 577 ათასი ლარით ფინანსდება.