9 ნოემბერს 12:00 საათზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2019-2022 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის და 2019 წლის მუნიციპალური ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება.
მერიის ინფორმაციით, განხილვაში მონაწილეობის მიღება ყველა მოქალაქეს შეეძლება.
ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი იხილეთ შემდეგ ბმულზე.