თელავის მუნიციპალიტეტმა უკრაინის ოდესის ოლქის ქალაქ ბალტასთან და ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ კლეცკთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმს ხელი თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი თუშიშვილმა, უკრაინის ოდესის ოლქის ქალაქ ბალტას ხელმძღვანელის მოადგილემ – ვალერი ჟელხოვსკიმ და ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ კლეცკის რაიონული აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ – ალექსანდრ ლომსკიმ მოაწერეს.
მერიის ინფორმაციით, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, არსებულ გამოცდილებაზე, ქვეყნებს შორის მეგობრული კავშირების დამყარებისა და განმტკიცების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.