მოქალაქეები ქედაში უკვე მეორე წელია საბავშვო ბაღების ეზოების კეთილმოწყობას ითხოვენ – ეს მოთხოვნა პეტიციის ფორმითაც შეიტანეს საკრებულოში, თუმცა ჯერჯერობით მოთხოვნის დიდი ნაწილი არ შესრულებულა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
მერიამ ახლახან დაიწყო ბაღებთან ატრაქციონების დამონტაჟება და ეზოების ფილებით მოწყობა. ჯერჯერობით რამდენიმე ბაღზეა საუბარი.