ახალციხის მუნიციპალიტეტში 25 საბავშვო ბაღიდან 20–ში შეშის ღუმელით თბებიან. ხუთ საბავშვო ბაღში, რომელთაგან ოთხი ქალაქ ახალციხეში, ერთი კი ვალეში მდებარეობს, ბუნებრივი აირია შეყვანილი. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ქალაქ ახალციხესა და მუნიციპალიტეტში არსებული 20 საბავშვო ბაღისათვის, ზამთრის სეზონზე გასათბობად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 41 800 ლარი დაიხარჯა. ამ თანხით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ 480 კუბური მეტრი საშეშე მერქანი შეისყიდა.
ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე, მხოლოდ...
თიანეთი-ახმეტა 2019 წლის თებერვლიდან ერთმანეთს განახლებული გზით დაუკავშირდება. პროექტის ფარგლებში, თიანეთი-ახმეტას 30 კმ-იან მონაკვეთზე, დაგეგმილია არსებული გრუნტის გზის სრული რეაბილიტაცია და ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა.
ასევე, აშენდება 2 ახალი ხიდი და რეაბილიტირდება 2 არსებული ხიდი. განხორციელდება წყალგამტარი მილების, ხელოვნური ნაგებობების, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები. ასევე, განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. სარეაბილიტაციო გზა, თიანეთში იწყება და ახმეტაში...
დედაქალაქის მერიის შენობას საპრივატიზაციოდ ამზადებენ. გამოცემა "ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.
ამ დროისთვის ოთხი სხვადასხვა ტერიტორია განიხილება, სადაც მერია შესაძლოა, გადავიდეს.
ერთ-ერთ ვარიანტად თბილისის ზღვაზე, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ტერიტორია განიხილება, რომლის შესწავლაც მერიას უკვე დაწყებული აქვს.
"ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მერიის განთავსებისთვის ასევე აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოს ადმინისტრაციის ყოფილი შენობა განიხილება.
არაოფიციალური ინფორმაციით, შენობაში, რომელშიც თბილისის მერია ამჟამადაა განთავსებული, მაღალი კლასის...
თბილისში, ვაზისუბნის ერთ-ერთ სკოლაში, მშობელსა და სკოლის დირექტორს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ფიზიკურ ძალადობა მოჰყვა და საბოლოოდ, მშობელმა დირექტორი, რომელიც მათ აშველებდათ, დაკბინა.
როგორც "იმედინიუსს" შსს-ში უთხრეს, ერთ-ერთი კლასის მოსწავლის მშობელი სკოლაში დაიბარეს. თავდაპირველად შელაპარაკება მშობელსა და მასწავლებელს შორის მოხდა, სიტუაციაში გასარკვევად სკოლის დირექტორი ჩაერია. სიტყვიერი დაპირისპირება მშობელსა და დირექტორს შორის გაგრძელდა და მალევე ფიზიკურში გადაიზარდა - მშობელმა დირექტორს ხელზე უკბინა.
შსს-მ...
წინა სტატია
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შესაძლოა 28 ნოემბერს დაინიშნოს.
ცესკოში არჩევნების მეორე ტურის თარიღი, დღეს 13:00 საათზე უნდა გამოეცხადებინათ, თუმცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 13:00 საათზე დანიშნული სხდომა 19:00 საათამდე გადაიდო. ცესკოს პრესსამსახურში სხდომის გადადების მიზეზები არ განუმარტავთ.
იმის გათვალისწინებით, რომ 28 ნოემბერი ოთხშაბათია, თუ ცესკო არჩევნებისთვის ამ თარიღს დაამტკიცებს, ეს დღე უქმედ გამოცხადდება.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არასამუშაო დღეს უნდა დაინიშნოს.
საქართველოში...
წინა სტატია
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ 2 ახალი დასუფთავებისა და 1 მრავალფუნქციური ქუჩების საწმენდი მანქანა შეიძინა. მერიის ინფორმაციით, ერთი დასუფთავების მანქანა ბორჯომს და მის სოფლებს, ხოლო მეორე დაბა ბაკურიანს მოემსახურება.
როგორც მერიაში აცხადებენ, ახალი მანქანები ვიწრო ქუჩებისთვისაა განკუთვნილი და ამიერიდან კვირაში ერთის ნაცვლად 3-ჯერ მოემსახურება ადგილობრივებს.რაც მათივე ცნობით, მნიშვნელოვნად გაუმჯობედება მოქალაქეთა მომსახურების ხარისხი. ამასთან, ქუჩების მტვრისაგან გაწმენდასა და მორეცხვას კი ახალი სპეც-...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, გორში თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის სწავლება ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის თემაზე გაიმართა. სწავლებას ხუთი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი დაესწრო.
სამინისტროს ცნობით, სწავლების მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლება, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების ციკლის მართვის საკითხებთან, ისე განხორციელებისა და მონიტორინგის ეტაპებთან დაკავშირებით.
სწავლების კურსს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი დაესწრო. როგორც მან განაცხადა, სამინისტრო მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს...
განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, "დედა ენის“ სახელმძღვანელოს სკოლებში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით, საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარეა ჩართული. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც მხარეებს შორის შეთანხმება მიიღწევა, სკოლებში "დედა ენის“ იმ სახელმძღვანელოს შეიტანენ, რომელიც განათლების სამინისტროს მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი.
"ზოგადად, "დედა ენის“ საკითხი ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კიდევ რამდენიმე ჯგუფია ჩართული,...
წინა სტატია
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიის ცხელ ხაზზე დარეკვის მხრივ არსებული პრობლემა გამოსწორდება.
"ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ არსებობს გარკვეული პრობლემები "ქოლცენტრში, როდესაც ცხელ ხაზზე მოქალაქეების ზარები შემოდის, ვერ ხდება შესაბამისი პასუხის გაცემა და რეაგირება. ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, უნდა დაემატოს ადამიანები ცხელ ხაზზე, რათა მოხდეს სწრაფი რეაგირება, თუმცა პრობლემა მხოლოდ ეს არ არის. ჩვენ საქალაქო სამსახურებში რესურსი აუცილებლად უნდა...
წინა სტატია
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პირველ სართულზე განთავსებული სავაჭრო ობიექტების მფლობელებს თხოვნით მიმართა, რომ საახალწლოდ, თუ არის ამის შესაძლებლობა გარე ფასადზე ან შიგნით, თითო სათამაშო ჩამოკიდონ.
"შარშან, როცა მიმდინარეობდა წინასაახალწლო მზადება ძალიან კარგი მიმართულება დავამკვიდრეთ იმ თვალსაზრისით, რომ წინასაახალწლო მორთვაში ჩართული იყო ბიზნესსექტორი, მოსახლეობა და დღეს უკვე თვითონ გვიკავშირდებიან ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. ჩვენ გვქონდა კონკრეტული ადგილები, სადაც...
რუსთავის მერის პირველი მოადგილე დავით კეკელიძე თანამებობიდან გადადგა. გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობა, შესაძლოა, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამაც დატოვოს.
ჯერჯერობით უცნობია რატომ დაწერა განცხადება კეკელიძემ და დააკმაყოფილებს თუ არა მას რუსთავის მერი.
დავით კეკელიძე მერის პირველი მოადგილის პოსტს 2017 წლის 29 ნოემბერიდან იკავებდა.
როგორც ცნობილია, ამ დრომდე თანამდებობა სამმა მერმა უკვე დატოვა – 12 სექტემბერს – ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ, რომელიც გასულ კვირას, გადადგომიდან თვენახევარში, განსაკუთრებით დიდი...
წინა სტატია
დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ელექტრომობილებისთვის დედაქალაქში საპარკინგე ადგილები უფასო იქნება და თავის მხრივ აღნიშნა, რომ მერია მზად არის ელექტრომობილების მფლობელებისთვის კონკრეტულ მისამართებზე ელექტროდამტენები დააყენოს.
"გუშინ შეხვედრა გვქონდა საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან. გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმული რომ ეს მიმართულება გავაძლიეროთ, მაგალითად საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოვაწესრიგოთ, ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ და ა.შ.
ჩემთვის რაც სასიამოვნოა, გუშინდელ შეხვედრაზე საბანკო...
თბილისში 20-22 ნოემბერს აგროსასურსათო პროდუქციის საერთაშორისო გამოფენა Agro Expo ჩატარდება. Agro Expo-ში 11 ქვეყნის 100-მდე კომპანია იღებს მონაწილეობას. მონაწილე კომპანიები სრულად მოიცავენ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, სასმელების, შემფუთველი და გადამამუშავებელი ტექნოლოგიების სფეროებს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
სამი დღის განმავლობაში, ექსპოჯორჯიას მე-6, მე-11 პავილიონებსა და გარე სივრცეში დამთვალიერებელს დახვდება: სოფლის მეურნეობის დანადგარები და მანქანები, კვების ტექნოლოგიები, თესლები და ნერგები, სასუქები და ქიმიკატები, საირიგაციო სისტემები, საშრობები...
ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში 126 კილომეტრი ახალი გზა აშენდა, მაშინ, როცა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნისას - 69 კილომეტრი. მან გადაცემაში "პირისპირ“ რეაბილიტირებული გზების შესახებაც ისაუბრა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
"მათი მმართველობის დროს 1 300 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია მოხდა, მაშინ როცა 2 600 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია განხორციელდა ქართული ოცნების ხელისუფლების დროს. ანუ, გაორმაგებული მაჩვენებლებია ორივე პარამეტრში“,...
ბათუმის მერი ახალი ინიციატივის განხორციელებას იწყებს. დღევანდელი დღის 20:30 საათიდან ლაშა კომახიძე ლურჯი ავტობუსით მგზავრობას გეგმავს. ინფორმაციას TV25 ავცელებს.
როგორც უწყების პრესცენტრში განმარტეს, ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია და შეხვედრები რეგულარულად გაგრძელდება. წინასწარ არ იქნება ცნობილი თუ რომელ მარშრუტს აირჩევს კომახიძე, ეს შემთხვევითობის პრინციპით მოხდება. ინიციატივას თვითმართველობაში მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაუმჯობესების კუთხით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯად აფასებენ.
https://www.youtube.com/watch?v=-THBhSM62FU
14-15 ნოემბერს ბათუმში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გაიმართება. პროცესში ჩართვა, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მოქალაქეებსაც შეეძლებათ.
ბათუმის მერიამ პროექტის განხილვის განრიგი გამოაქვეყნა: 14 ნოემბერი - 18:00 საათზე განიხილება: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება; ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება; ქალაქის ეკონომიკური და ურბანული განვითარება.
15 ნოემბერი - 11:00 საათზე: განათლება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა. ხოლო, 15 ნოემბერი - 14:00 საათზე: ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; მუნიციპალური...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































