ცქიტიშვილი: ნაციონალურმა მოძრაობამ 69 კილომეტრი გზა ააშენა, ჩვენ – 126

690

ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში 126 კილომეტრი ახალი გზა აშენდა, მაშინ, როცა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნისას – 69 კილომეტრი. მან გადაცემაში “პირისპირ“ რეაბილიტირებული გზების შესახებაც ისაუბრა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

“მათი მმართველობის დროს 1 300 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია მოხდა, მაშინ როცა 2 600 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია განხორციელდა ქართული ოცნების ხელისუფლების დროს. ანუ, გაორმაგებული მაჩვენებლებია ორივე პარამეტრში“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.