თიანეთი-ახმეტა 2019 წლის თებერვლიდან ერთმანეთს განახლებული გზით დაუკავშირდება

1059

თიანეთი-ახმეტა 2019 წლის თებერვლიდან ერთმანეთს განახლებული გზით დაუკავშირდება. პროექტის ფარგლებში, თიანეთი-ახმეტას 30 კმ-იან მონაკვეთზე, დაგეგმილია არსებული გრუნტის გზის სრული რეაბილიტაცია და ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა.

ასევე, აშენდება 2 ახალი ხიდი და რეაბილიტირდება 2 არსებული ხიდი. განხორციელდება წყალგამტარი მილების, ხელოვნური ნაგებობების, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები. ასევე, განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. სარეაბილიტაციო გზა, თიანეთში იწყება და ახმეტაში დასრულდება.

პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 18 965 000 ლარია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ხელოვნური ნაგებობების მოწყობისა და მიწის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტზე დასაქმებულია 20 ადამიანი.