ბათუმის მერი ლურჯი ავტობუსით მგზავრობას გეგმავს

831

ბათუმის მერი ახალი ინიციატივის განხორციელებას იწყებს. დღევანდელი დღის 20:30 საათიდან ლაშა კომახიძე ლურჯი ავტობუსით მგზავრობას გეგმავს. ინფორმაციას TV25 ავცელებს.

როგორც უწყების პრესცენტრში განმარტეს, ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია და შეხვედრები რეგულარულად გაგრძელდება. წინასწარ არ იქნება ცნობილი თუ რომელ მარშრუტს აირჩევს კომახიძე, ეს შემთხვევითობის პრინციპით მოხდება. ინიციატივას თვითმართველობაში მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაუმჯობესების კუთხით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯად აფასებენ.