თბილისში, ვაზისუბნის ერთ-ერთ სკოლაში, მშობელსა და სკოლის დირექტორს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ფიზიკურ ძალადობა მოჰყვა და საბოლოოდ, მშობელმა დირექტორი, რომელიც მათ აშველებდათ, დაკბინა.
როგორც “იმედინიუსს” შსს-ში უთხრეს, ერთ-ერთი კლასის მოსწავლის მშობელი სკოლაში დაიბარეს. თავდაპირველად შელაპარაკება მშობელსა და მასწავლებელს შორის მოხდა, სიტუაციაში გასარკვევად სკოლის დირექტორი ჩაერია. სიტყვიერი დაპირისპირება მშობელსა და დირექტორს შორის გაგრძელდა და მალევე ფიზიკურში გადაიზარდა – მშობელმა დირექტორს ხელზე უკბინა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. უწყებაში ამბობენ, რომ დანიშნულია ექსპერტიზა.