თბილისში 20-22 ნოემბერს აგროსასურსათო პროდუქციის საერთაშორისო გამოფენა Agro Expo ჩატარდება. Agro Expo-ში 11 ქვეყნის 100-მდე კომპანია იღებს მონაწილეობას. მონაწილე კომპანიები სრულად მოიცავენ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, სასმელების, შემფუთველი და გადამამუშავებელი ტექნოლოგიების სფეროებს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
სამი დღის განმავლობაში, ექსპოჯორჯიას მე-6, მე-11 პავილიონებსა და გარე სივრცეში დამთვალიერებელს დახვდება: სოფლის მეურნეობის დანადგარები და მანქანები, კვების ტექნოლოგიები, თესლები და ნერგები, სასუქები და ქიმიკატები, საირიგაციო სისტემები, საშრობები და შენახვის სისტემები, საჯიშე მეცხოველეობა და მეფრინველეობა.
გამოფენა 20 ნოემბერს 11:00 საათზე, გამოფენების ცენტრ ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონში გაიხსნება და 3 დღის განმავლობაში დამთვალიერებელს 11:00- დან – 18:00 საათამდე მიიღებს.
Agro Expo-ს მე-18 საერთაშორისო გამოფენის მხარდამჭერია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.