სტატიის გაგრძელება
ბათუმის მერიაში 12 საათზე საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა, როგორც "აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის" გახდა ცნობილი, ლაშა კომახიძის მეორე მოადგილე სოფო ხალვაში იქნება. ინფორმაციას მომღერალი ადასტურებს, თუმცა კომენტარის გაკეთებისგან ბრიფინგის გამართვამდე თავს იკავებს.
ბათუმის მერიაში კი ამ დრომდე არ ახმოვანებენ ვინ იქნება მერის მეორე მოადგილე. ეს თანამდებობა დიდი ხანია ვაკანტურია.
სოფო ხალვაში წლების განმავლობაში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის ტალღის წამყვანი იყო, ის ტელეეთერიდან დროებით მას შემდეგ...
ზუგდიდის მერიის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელ დავით კვაშილავას განცხადებით, მისი სამსახურისთვის ახალი წლის ბიუჯეტის პროექტით 1 160 000 ლარია გამოყოფილი, საიდანაც 1 117 000 ხელფასებში უნდა დაიხარჯოს. სამსახურს 130 თანამშრომელი ჰყავს. აქედან 72 ადმინისტრაციის თანამშრომელია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
საკრებულოს დეპუტატების კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა თანამშრომლების შემცირება, დავით კვაშილავამ განაცხადა:-"შესაძლებელია შემცირებაც და გაზრდაც, თუმცა მე არავინ მომიყვანია სამსახურში“.
უმრავლესობის დეპუტატების განცხადებით,...
მესტიაში საახალწლო ღონისძიების გასამართად მზადება უკვე დაიწყო. ახალი წლის ღამეს სეტის მოედანზე მინიმუმ სამ ადგილას კოცონს დაანთებენ. ამასთან, მოეწყობა თოვლის ბაბუას და ფიფქიას კუთხე, სადაც ბავშვებს საჩუქრებს დაურიგებენ. ასევე, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სასაჩუქრე კალათებს გადასცემენ დედ–მამით ობოლ ბავშვებს, შშმ პირებსა და "ხანდაზმულებს 100 წელს ზემოთ“. მერიაში გამოცემა "ლაივპრესს“ უთხრეს, რომ ჯამში 50 ადამიანზეა საუბარი.
ამასთან, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს 31 დეკემბერს...
წინა სტატია
ქუთაისში "ტორპედოს" სტადიონის წინ არსებულ მშვიდობის მოედანზე "მშვიდობის ბურთის" მონუმენტი დადგეს. "მშვიდობის ბურთის" მონუმენტის დამზადებისთვის ქუთაისის მერიის ბიუჯეტიდან 16 500 ლარი დაიხარჯა. ბურთის სიმაღლე 2,5 მეტრია და ის მოქანდაკე გიორგი კიკვიძემ დაამზადა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
მშვიდობის ბურთის მონუმენტი მოქალაქე ბესიკ ადამიას ინიციატივაა, რომელიც მის დადგმას ჯერ კიდევ 2017 წელს ითხოვდა. მისი თქმით, მონუმენტი ქალაქისთვის მშვიდობის სიმბოლოა.
ახალციხის მერიამ მიმდინარე წელს რესტორნებსა და ოფიციალურ სადილებში ბიუჯეტიდან 27 829 ლარი გადაიხადა.
2018 წელს ახალციხის მერიამ რესტორნებთან 13 ხელშეკრულება გააფორმა. აქედან 11 რესტორან "რაბათთან“, ორი კი რესტორან "ემიგრანტთან“. ბიუჯეტიდან "რაბათს“ წელს 9 967, "ემიგრანტს“ კი 1 568 ლარი დაერიცხა. როდის ვის უმასპინძლა მერიამ უცნობია, წერილობით გამოთხოვილ ინფორმაციაში უწყებამ ამის შესახებ გამოცემა "სამხრეთის კარიბჭეს"არ უპასუხა.
რაც შეეხება სხვა ხარჯებს, მუნიციპალიტეტმა მიღებისა...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმომადგენლობით ხარჯებიდან 2017 წელს 58 885 ლარი, 2018 წელს კი 28 327 ლარი გაწერა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით ორ წელიწადში 87 212 ლარი "გაწერილია მუნიციპალიტეტში ჩამოსული სტუმრების საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობთი ღონისძიებების, სუვენირების შეძენის, სატრანსპორტო მომსახურეობის, სასტუმრო მომსახურეობის და წვეულებებისათვის გათვალისწინებული ხარჯებისათვის“.
რაში რა თანხა დახარჯა მერიამ და როდის ვის უმასპინძლა ამის შესახებ მუნიციპალიტეტიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე...
ახალციხის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი 15 900 000 ლარით განისაზღვრა. აქედან 5 347 600 ლარი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, 3 852 200 ლარი კი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსებისთვის არის გაწერილი. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
19 ნოემბერს ახალციხის საკრებულოში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. პროექტი დეპუტატებს ახალციხის მერის მოადგილემ გურამ მელიქიძემ წარუდგინა, თუმცა მანამდე მან გასული ორი წლის შესრულებული პროექტები და ბიუჯეტები...
წინა სტატია
ვანის ქვაბებში სატრაპეზოსთვის კედელი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვით ამოაშენეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან გამოცემა"სამხრეთის კარიბჭისთვის" გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ მშენებლობის ნებართვა 2012 წლის აპრილში სააგენტოს ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ვაჩეიშვილის დროს გაიცა. კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამშენებლო სამუშაოები კი შპს "არქიტექსმა“ შეასრულა. მას შემდეგ რაც ვანის ქვაბებში სამშენებლო კომპანიამ სამუშაოები...
ახალციხეში, იაძის N1-ში, კულტურის სახლი 1978 წელს გადავიდა. შენობა, რომელიც მე–19 საუკუნეში აშენდა, ჯერ ქარვასლას, მოგვიანებით სასამართლოს ეკუთვნოდა. ახლა კი ავარიულ შენობაში ცეკვისა და მუსიკის წრეები ფუნქციონირებს. ინფორმაცის სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
კულტურის სახლის საკითხი ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობაში წლებია დგას, თუმცა პრობლემა ამ დრომდე გადაუჭრელია.
ქალაქის ყოფილი მერის ვლადიმერ ზედგინიძის იდეა იყო, რომ ამორტიზებული შენობის ნაცვლად, ახალი კულტურის სახლი რუსთაველის ქუჩაზე ყოფილი...
საახალწლო ღონისძიებების ორგანიზების უზრუნველყოფისთვის ახალციხის მერიამ ტენდერი 19 057 ლარზე გამოაცხადა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ახალციხის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება სამი დეკემბრიდან დაიწყება.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მიმწოდებელმა ოთხი ცალი თოკით გასაჭიმი ბანერი უნდა დაამზადოს, რომელზეც წარწერა "გილოცავთ ახალ 2019 წელს“ იქნება, ასევე, უნდა მოძებნოს გამოცდილი წამყვანი ღონისძიებისთვის, დაამონტაჟოს საახალწლო განათებები და ბანერები ახალციხის 13 სკვერში, ვალესა და სოფლებში, შეიძინოს...
სიღნაღში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა აშენდება. პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი დაიხარჯება. შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეხანძრე-მაშველების სამუშაო პირობებს. ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შენობაში მეხანძრე-მაშველებისთვის სატრენაჟორო დარბაზის მოწყობაც არის დაგეგმილი.
"ეს იქნება გარკვეული საზოგადოებრივი სივრცე, რომლითაც სარგებლობა არა მხოლოდ მეხანძრე-მაშველებს, არამედ მოხალისეებსაც შეეძლებათ’’,-განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილმა.
აღსანიშნავია, რომ...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ტურისტულ ზონებში წყალარინების შიდა ქსელების მოწესრიგებას აგრძელებს.
როგორც "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" აცხადებენ, ზამთრის საკურორტო სეზონისთვის სამუშაოები ამჯერად დაბა ბაკურიანში განხორციელდა. მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, წყალარინების ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირებისთვის რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაზიანებულ ქსელს და რამდენიმე უბანზე ამორტიზებული მილები ახლით შეიცვალა.
"ზამთრის სეზონის დადგომისთანავე, ტურისტებისა და დამსვენებლების მზარდი ნაკადის გამო, საკანალიზაციო სისტემის გამართული ფუნქციონირება...
აჭარის ორი სოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას დისტანციურად შეისწავლიან,- ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ განაცხადა.
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორი სოფლის მთისუბნისა და პანტნარის საჯარო სკოლებში ინგლისური ენის დისტანციური სწავლება დაინერგება. პროექტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქვეპროგრამის "ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში ხორციელდება. სატესტო გაკვეთილს მოსწავლეებს "ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე კონსულტანტ-მასწავლებლები ჩაუტარებენ.
კვალიფიციური...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაცია“ ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.
სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში, არხების ფილტრაციის საწინააღმდეგო ღონისძიებები 2 030 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე მიმდინარეობს. ამასთან, მათივე ინფორმაციით, მონტაჟდება ახალი, რკინა-ბეტონის ფილები და ეწყობა მაგისტრალური არხის ჩამქრობი ჭა და ბერმები.
შეგახსენებთ, რომ ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 15 სოფელს (წითელსოფელს, ნაოზას, აღდგომლიანთკარს, მისაქციელს, ნატახტარს, ახალუბანს, წილკანს, ერედა, ძალისს,...
თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლალისყურსა და ლაფანყურში გაზიფიცირება დასრულდა, "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორის ჯაბა ხმალაძის განცხადებით, სოფლის მცხოვრებლებს დღესვე შეუძლიათ მიმართონ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ქსელში ჩართვის განცხადებით. ასევე, მათ საშუალება ექნებათ ისარგებლონ კომპანიის შიდა განვადებით, რაც ხელს შეუწყობს როგორც გაზმომარაგების პროცესის დაჩქარებას, ასევე აღნიშნული სერვისით სარგებლობის ხელმისაწვდომობას.
"გაზიფიცირება არამარტო გაუადვილებს ხალხს ცხოვრებას, არამედ მნიშვნელოვნად დაიზოგება ხე-ტყის რესურსსაც", - განაცხადა...
დღეიდან თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავენახევის ტერიტორიაზე არსებული "ნავენახევის მღვიმე" დამთვალიერებელს ისევ მიიღებს. მღვიმე დღეს საზეიმოდ გაიხსნა.
ნავენახევის მღვიმე განსხვავებული ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და ოთხდარბაზიანი მღვიმეა, რომელიც 80-იან წლებში ვიზიტორებში პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა მოგვიანებით, ინფრასტრუქტურის წყობიდან გამოსვლის გამო ტურისტებისთვის დაიკეტა.
პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან იყო დაფინანსებული, ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია აშენდა. ასევე გამოიყო საგანმანათლებლო...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































