გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს “საქართველოს მელიორაცია“ ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.
სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში, არხების ფილტრაციის საწინააღმდეგო ღონისძიებები 2 030 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე მიმდინარეობს. ამასთან, მათივე ინფორმაციით, მონტაჟდება ახალი, რკინა-ბეტონის ფილები და ეწყობა მაგისტრალური არხის ჩამქრობი ჭა და ბერმები.
შეგახსენებთ, რომ ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 15 სოფელს (წითელსოფელს, ნაოზას, აღდგომლიანთკარს, მისაქციელს, ნატახტარს, ახალუბანს, წილკანს, ერედა, ძალისს, მუხრანს, ქანდას, ჩარდახს, წეროვანს, გოროვანსა და ვარდისუბანს) ემსახურება და სარწყავი სისტემა 5 000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს რწყავს.
“ბოლო 6 წლის განმავლობაში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 13 სარეაბილიტაციო პროექტი, შედეგად, დამატებით წყალუზრუნველყოფილია 4 660 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა 1 600 ჰექტარზე, ხოლო დრენირებული მიწის ფართობი შეადგენს 3 400 ჰექტარს. გაიწმინდა და მოწესრიგდა 697კმ სამელიორაციო არხი და შეკეთდა სხვადასხვა ტიპის 351 ჰიდროტექნიკური ნაგებობა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.