თელავის სოფელი ლალისყური და ლაფანყური გაზიფიცირდა

1397

თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლალისყურსა და ლაფანყურში გაზიფიცირება დასრულდა, “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორის ჯაბა ხმალაძის განცხადებით, სოფლის მცხოვრებლებს დღესვე შეუძლიათ მიმართონ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ქსელში ჩართვის განცხადებით. ასევე, მათ საშუალება ექნებათ ისარგებლონ კომპანიის შიდა განვადებით, რაც ხელს შეუწყობს როგორც გაზმომარაგების პროცესის დაჩქარებას, ასევე აღნიშნული სერვისით სარგებლობის ხელმისაწვდომობას. 

“გაზიფიცირება არამარტო გაუადვილებს ხალხს ცხოვრებას, არამედ მნიშვნელოვნად დაიზოგება ხე-ტყის რესურსსაც”, – განაცხადა კახეთის მხარის სახელმწიფო რმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მერიის ცნობით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ და დევნილ ოჯახებს საჩუქრად გაზქურები გადაეცათ.