ქუთაისში “ტორპედოს” სტადიონის წინ არსებულ მშვიდობის მოედანზე “მშვიდობის ბურთის” მონუმენტი დადგეს. “მშვიდობის ბურთის” მონუმენტის დამზადებისთვის ქუთაისის მერიის ბიუჯეტიდან 16 500 ლარი დაიხარჯა. ბურთის სიმაღლე 2,5 მეტრია და ის მოქანდაკე გიორგი კიკვიძემ დაამზადა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
მშვიდობის ბურთის მონუმენტი მოქალაქე ბესიკ ადამიას ინიციატივაა, რომელიც მის დადგმას ჯერ კიდევ 2017 წელს ითხოვდა. მისი თქმით, მონუმენტი ქალაქისთვის მშვიდობის სიმბოლოა.